|
2016-05-18 14:31:17, 959 ნახვა
ეკონომიკა
თბილისს ეგვიპტის ტურიზმის სფეროს ოფიციალური დელეგაცია და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ეწვია
თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის ტურიზმის ასოციაციისა და სასტუმროების ასოციაციის პირველი პირები, დიპლომატები და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ეწვია. ვიზიტთან დაკავშირებით სასტუმრო "კრონ პალასში", პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც საქართველოში ეგვიპტის ელჩი ტარეკ მაატი, ეგვიპტის ტურიზმის დაგეგმვის სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი ახმედ აიოუბი, ტურიზმის ფედერაციის პალატის წარმომადგენლები ალი გონაიმი და ადელ ელხაგარი, ასევე პრაღაში ეგვიპტის ტურიზმის დაგეგმარების განყოფილების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოხამედ დესუკი დაესწრნენ. პრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენლებისთვის პრეზენტაცია და სარეკლამო ვიდეო რგოლის ჩვენება გაიმართა. როგორც ტურიზმის ფედერაციის პალატის წარმომადგენელმა, ალი გონაიმმა აღნიშნა, დელეგაცია საქართველოსა და ეგვიპტეს შორის არსებულ მეგობრულ ურთიერთობებს კიდევ უფრო გააღრმავებს. "ჩვენი დელეგაცია კიდევ უფრო გააღრმავებს მეგობრულ ურთიერთობებს საქართველოსა და ეგვიპტის შორის. აღსანიშნავია, რომ ქართველი ტურისტების რაოდენობა ეგვიპტეში ყოველწლიურად იმატებს. ამჟამად ფრენები თბილისიდან ეგვიპტის მიმართულებით კვირაში ერთხელ ხორციელდება, თუმცა რეისების გაზრდას ვაპირებთ და კვირაში 2-3 რეისი განხორციელდება. ამასთან ვიზრუნებთ იმაზეც, რომ ეგვიპტელი ტურისტების ნაკადი საქართველოში გაიზარდოს. ვქმნით, ძლიერ პლატფორმას ინვესტიციებისთვის. ასევე ვეცდებით ვუზრუნველყოთ პირდაპირი რეისები თბილისიდან ეგვიპტის მიმართულებით. ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ქვეყანაა. დამსვენებლებს უძველესი კულტურისა და თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურის განუმეორებელ მიქსს, მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავ ამინდს, უშუალოდ კურორტებთან ახლოს მდებარე რამდენიმე თანამედროვე აეროპორტს, სხვადასხვა დონის კომფორტულ სასტუმროებს ვთავაზობთ. ყველაზე პოპულარული ტურისტული რეგიონები სამხრეთ სინაი და წითელი ზღვის სანაპირო ზოლია, რომლებზეც ტურისტული ნაკადის 70% ნაწილდება. რაც შეეხება საქართველოს, სტუდენტებს, მედია წარმომადგენლებს და ყველა მსურველს ხელსაყრელ ტურისტულ პაკეტებს ვთავაზობთ, რაც დიდ ფასდაკლებას მოიცავს", - განაცხადა ალი გონაიმმა. ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოში ტურისტების რიცხვი წელიწადში 25 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზარდა, ეს სფერო განაგრძობს განვითარებას და ამ დროისთვის, ყოველი მე-11 ადამინი ტურიზმის სფეროშია დასაქმებული. ეგვიპტის ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს: 4 მილიონზე მეტი ეგვიპტელი ტურისტულ სფეროში მუშაობს, მშპ-ს თითქმის 12% ტურიზმიდან შემოსავლებს წარმოადგენს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურისტული ნაკადი ეგვიპტეში 3-ჯერ გაიზარდა (5-დან 15 მილიონამდე), კურორტების სასტუმრო ოთახების რაოდენობა 18 ათასიდან 280 ათასამდე გაიზარდა, და ექსპლუატაციაში შესასვლელად დამატებით 250 ათასი ოთახი მზადდება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისათვის საინტერესო ეგვიპტურ ტურისტულ შესაძლებლობებს, ეგვიპტის ტურიზმის სამინისტრო და ტუროპერატორები ორ ქვეყანას შორის პოზიტიური თანამშრომლობის იმედით, მზად არიან ქართველ ტურისტებს მაღალი დონის ახალი, მიმზიდველი პაკეტები შესთავაზონ. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში ეგვიპტეს საქართველოდან 33 ათასი ადამიანი ესტუმრა. ყველაზე პოპულარული თვეები სამოგზაუროდ დეკემბერი, იანვარი და მარტია.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)