17:30 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-18 13:10:17, 876 ნახვა

სამართალი
ბიზნესმენთა ფედერაცია ვანო ჩხარტიშვილს სასამართლოში უჩივის

საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია ბიზნესმენ ვანო ჩხარტიშვილის სასამართლოში უჩივის და გერგეთის #3-ში მდებარე შენობის დაბრუნებას ითხოვს.

ეს შენობა 2008 წლამდე ბიზნესმენთა ფედერაციის საკუთრებაში იყო. 2008 წელს კი ჩხარტიშვილმა ფედერაციას გარიგება შესთავაზა გერგეთის #3-ში მდებარე შენობა მას გადაეცემოდა, ძველ შენობას დაანგრევდა და ამავე ადგილზე, მრავალსართულიან კორპუსს ააშენებდა, სადაც 700 კვ.მ ფართს ფედერაციას გადასცემდა. შეთანხმება ჩხარტიშვილის კუთვნილ კომპანია „ეს ჯი კომპანისა“ და ბიზნესმენთა ფედერაციას შორის გაფორმდა, რომელსაც იმ პერიოდში გიორგი ისაკაძე ხელმძღვანელობდა. „ეს ჯი კომპანიში“ ისაკაძეს 10%-იან წილი, ხოლო 90% _ ჩხარტიშვილის საკუთრებაში არსებულ „სონატა ალიანს ჯორჯიას“ ეკუთვნოდა... ინფორმაციას გაზეთი „ვერსია“ ავრცელებს, რომელიც საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციის ადვოკატს გოჩა გოგიშვილს დაუკავშირდა, რომელმაც „ეს ჯი კომპანისთან“  2008 წლის 10 აპრილს გაფორმებული ხელშეკრულების ასლი გადასცა, საიდანაც ირკვევა: „მყიდველი (შპს `ეს ჯი კომპანი~) ნასყიდობის საგნის ადგილას ააშენებს მრავალსართულიან შენობას და ამ შენობის ექსპლუატაციაში მიღების შემდეგ, ნასყიდობის საგნის ღირებულებიდან რეგისტრირებულ კავშირს _ საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაციას, წილის გადახდის სანაცვლოდ, რაც შეადგენს 728 000 ლარს დღგ-ს გარეშე, გადასცემს უძრავი ქონების გადაცემის მომენტისთვის არსებული საბაზრო ფასების გათვალისწინებით აღნიშნული ღირებულების შესაბამის საოფისე ფართს“.

ადვოკატი გოჩა გოგიშვილი მიიჩნევს, რომ ხელშეკრულება კაბალურია, რადგან `ამ ხელშეკრულებაში მითითებული თანხა 728 000 ლარი, მყიდველმა, ანუ `ეს ჯი კომპანიმ~ დამატებითი ღირებულების გადასახადის _ დღგ-ს გარეშე უნდა გადაიხადოს, არადა, ამ ტრანზაქციას დღგ ეხება. სამწუხაროდ, არც დღგ-ს თანხა გადახდილა და არც აღმასრულებელ დირექტორს უთქვამს ვინმესთვის, რომ დღგ-ს თანხა წარმოიშვა, რომელიც გადასახდელია. ამ წლების მანძილზე, საგადასახადომ ფედერაციას უამრავი ჯარიმა-საურავი, დაახლოებით, ნახევარი მილიონი ლარის ფარგლებში დაარიცხა. ამ ტრანზაქციიდან გამომდინარე, ბიზნესმენთა ფედერაციას ადევს საგადასახადო გირავნობა-იპოთეკა. სამართლებრივად საკმაოდ მძიმე სურათია და ამ ხელშეკრულების გამო, ბიზნესმენთა ფედერაცია დღეს უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. Aარსად Aარ არის გაწერილი მშენებლობის დაწყებისა და დასრულების ვადები. ხელშეკრულებაში მითითებულია, რომ ვიდრე ბიზნესმენთა ფედერაციას ახალ შენობაში კუთვნილი ფართი საკუთრებაში გადაეცემოდა, შესაბამისი საოფისე ფართი „ეს ჯი კომპანის“ იჯარით უნდა დაეთმო.

ადვოკატ გოჩა გოგიშვილის განცხადებით, მას შემდეგ, რაც ბიზნესმენთა ფედერაციამ სამართლებრივი დავა დაიწყო, გიორგი ისაკაძემ შპს `ეს ჯი კომპანიში~ თავისი კუთვნილი წილი გაასხვისა და 90%-იანი წილის მფლობელს, ანუ `სონატა ალიანს ჯორჯიას~ გადასცა. რაც შეეხება სარჩელს, გოჩა გოგიშვილის თქმით, საქართველოს ბიზნესმენთა ფედერაცია, ამ ხელშეკრულების მოშლას ითხოვს.

ბიზნესმენთა ფედერაციის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ისაკაძე კი „ვერსიასთან“ საუბარში აცხადებს, რომ ხელშეკრულებას  ხელი ბიზნესმენთა ფედერაციის საბჭოს წევრების ნებართვით მოაწერა, სხვა დეტალებზე საუბარს არ აპირებს, რადგან მიაჩნია, რომ ბიზნესმენთა ფედერაციის შენობა ამ დავაში აბსოლუტურად მეორეხარისხოვანია: „რეალურად, ეს თემა რეინკარნირდა და ფედერაციის შენობა მხოლოდ მას შემდეგ გაახსენდათ, რაც მამუკა ხაზარაძესა და ივანე ჩხარტიშვილს შორის დავა დაიწყო... აბსოლუტურად არ მაინტერესებს, რა ტიპის დავები მიმდინარეობს მათ შორის,  მივიღე გადაწყვეტილება, რომ „ეს ჯი კომპანიში“ არსებული აბსოლუტურად ნომინალური წილი, ანუ 10%, რომელიც რეალურად არ მეკუთვნოდა და არაფერში არ გამომიყენებია, უსასყიდლოდ გადამეცა მესაკუთრისთვის... პრობლემას რაში ხედავენ, აფერა ჰგონიათ? თუ ფიქრობენ, რომ აფერაა, საგამოძიებო სტრუქტურებს მიმართონ. პრობლემური იყო ურთიერთობა საგადასახადოსთან? თუ თვლიან, რომ ამის გამო ზიანი მიადგათ, ამისთვის უამრავი სტრუქტურა არსებობს, რომლებსაც შეუძლიათ მიმართონ და ზარალის ანაზღაურება მოითხოვონ... სარჩელის მომზადებამდეც მქონდა მათთან კომუნიკაცია და ორივე მხარემ იცის, რომ ამ ყველაფერში არ ვმონაწილეობდი და არავითარი სარგებელი არ მქონია. ერთი რამ დადასტურებით შემიძლია გითხრა, 2015 წლის ბოლომდე, ბიზნესმენთა ფედერაციიდან არავინ დაინტერესებულა ამ საკითხით. ეს დავა ჩემთვის გასაგები ისტორიის ნაწილია, ეს არის დიდი დავის პატარა თემა, რომელიც აუცილებლად დასრულდება. აი, ის დიდი დავები როგორ დასრულდება, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ ამ ძირითადი, გარე დავის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ პირდაპირ და ღიად მოვუწოდებ ამ ბატონებს, რომლებსაც ამ 7 წლის მანძილზე, ყური არ შეუბერტყავთ და არც ფედერაციის ბედით დაინტერესებულან, ყველა შესაბამის უწყებას მიმართონ და ეს საქმე გაასაჯაროონ!“

წყარო: „ვერსია“

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics