14:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 21:53:25, 546 ნახვა

სპეციალური ანონსი
18 მაისის სპეციალური ანონსი

18 მაისს, 08:30 საათზე, ვაზიანის პოლიგონზე ქართულ-ამერიკული სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2016“-ის ფარგლებში ტანკსაწინააღმდეგო ჯავშანსატანკო სწავლება გაიმართება. 
საკონტაქტო პირები: გიორგი თუხარელი -577393007,ირაკლი გურგენიძე- 577 19 8866

18 მაისს 10:00 საათზე, თბილისში, სასტუმრო ”რედისონში” 17 ქვეყნის რკინიგზის ადმინისტრაციების საბჭოს რიგით 64 სხდომა გაიმართება. 
საკონტაქტო პირი დაჩი ცაგურია - 577 47 06 00

18 მაისს, 10:00 საათზე, ქალაქ ბათუმში, სასტუმროში ”შერატონ ბათუმი“ მიგრაციის საკითხებთან დაკავშირებით ადვოკატებისთვის ტრენინგი გაიმართება. 
მის.: რუსთაველის ქ. #28 

18 მაისს, 10:00 საათზე, სასტუმრო ”თბილისი მარიოტში” ევროპის ფონდი გამართავს ანგარიშის პრეზენტაციას: „სურსათის უვნებლობის სახელმწიფო რეგულირება: საქართველოს ხელისუფლების მიერ 2015 წელს გაწეული საქმიანობის შეფასება“; ასევე, კონკურსის „2016 წლის საუკეთესო სასურსათო საწარმო“ პირობების გაცნობას და 2015 წლის წარმატებული მონაწილეების დაჯილდოების ღონისძიებას.

18 მაისს, 10:45 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიას“ მე-3 პავილიონში, საქართველოს თანაინვესტირების ფონდი, ”ჰაიდელბერგცემენტ კაუკასუსი” და ჰანიველ პარტნერსი ერთობლივი საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას გამართავენ.

18 მაისს, 11:00 საათზე, თბილისი მარიოტში, ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და Tripadvisor -ის მარკეტინგის მენეჯერი ჩედ შაივერი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. 
თემა: ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ Tripadvisor-ზე მასშტაბური მარკეტინგული კამპანია დაიწყო.

18 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის გასვლითი სხდომა 128-ე ბაგა-ბაღში გაიმართება. 

18 მაისს, 11:00 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც წარუძღვებიან საქართველოში ეგვიპტეს ელჩი ტარეკ მაატი, ეგვიპტეს ტურიზმის დაგეგმვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ახმედ შოკრი, ეგვიპტეს სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი ახმედ აიოუბი, ტურიზმის ფედერაციის პალატის წარმომადგენლები ალი გონაიმი და ადელ ელხაგარი, ასევე პრაღაში ეგვიპტეს ტურიზმის დაგეგმარების განყოფილების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოხამედ დესუკი.

18 მაისს, 12:00 საათზე, ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით დოპკორპუსთან შეხვედრა გაიმართება.
თემა: პირველი კვარტლის ანგარიშის პრეზენტაცია და მისი განხილვა.
მის:მოსკოვვის გამზირი, მე-5 კვარტალი, მე-11 კორპუსის მიმდებარედ

18 მაისს , 12:00 საათზე, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, III სართული)

18 მაისს, 12:00 საათზე, ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ ოფისში, არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი“ გამართავს კვლევის „წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმების სახეები და უფლებამოსილებები“ პრეზენტაციას.
მის.: ჭოველიძის ქ. N10

18 მაისს, 12:30 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი მაია მიმინოშვილი სახელმწიფო შეფასების მიმდინარეობას გაეცნობა. მის: თბილისის №102 საჯარო სკოლა ( ნუცუბიძის პლატო მე-4 მ/რ)

18 მაისს, 13:00 საათზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.
მის: თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

18 მაისს, 13:00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში თავდაცვის სამინისტროს სასაქონლო მარაგების სამხედრო-ტექნიკურ ტერმინთა ლექსიკონის პრეზენტაცია გაიმართება.

18 მაისს, 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წევრები გაერთიანებული სამეფოს საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK Office of Budget Responsibility) ექსპერტებს შეხვდებიან.
მის: თბილისი, ( A კორპუსი, ოთახი N015 )


18 მაისს, 14:30 საათზე, ”ცენტრ-პოინტის” მშენებლობით დაზარალებულები იუსტიციის უმაღლეს საბჭოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ.

18 მაისს, 15:00 საათზე, თიბისი ბანკის იპოთეკურ ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართება.
თემა: ”თიბისი ბანკის” იპოთეკური ცენტრისა და დეველოპერული კომპანია m2-ის თანამშრომლობა.
მის: ჭავჭავაძის #11, თიბისი ბანკის ცენტრალური ფილიალი

18 მაისს, 18:00 სათზე, მსოფლიო სამუზეუმო დღესთან დაკავშირებით, ლიტერატურის მუზეუმის საგამოფენო დარბაზში ლევან ხარანაულის უცნობი ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics