|
2016-05-17 18:09:58, 910 ნახვა
ეკონომიკა
საქართველოს ხვალ ეგვიპტის ტურიზმის სფეროს ოფიციალური დელეგაცია და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ესტუმრება
თბილისს ოფიციალური ვიზიტით ეგვიპტის ტურიზმის ასოციაციისა და სასტუმროების ასოციაციის პირველი პირები, დიპლომატები და 13 წამყვანი ტურისტული კომპანია ეწვევა. ვიზიტთან დაკავშირებით სასტუმრო "კრონ პალასში" 18 მაისს, 11:00 საათზე, გაიმართება პრესკონფერენცია, რომელსაც წარუძღვებიან საქართველოში ეგვიპტეს ელჩი ტარეკ მაატი, ეგვიპტეს ტურიზმის დაგეგმვის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ახმედ შოკრი, ეგვიპტეს სასტუმროების ასოციაციის ხელმძღვანელი ახმედ აიოუბი, ტურიზმის ფედერაციის პალატის წარმომადგენლები ალი გონაიმი და ადელ ელხაგარი, ასევე პრაღაში ეგვიპტეს ტურიზმის დაგეგმარების განყოფილების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მოხამედ დესუკი. დელეგაციის წევრები მედიის წარმომადგენლებს გააცნობენ ეგვიპტეს ტურისტული ბაზრის მდგომარეობასა და ამ სფეროს ინიციატივებს. ასევე წარმოადგენენ ეგვიპტეს კურორტების ტურისტული სერვისების სრულიად ახალ შესაძლებლობებს. ეგვიპტეს 13 წამყვანი ტურისტული კომპანიის წარმომადგენლები კი დაამყარებენ კავშირს ქართველ კოლეგებთან. ამ მიზნით სპეციალური შეხვედრა კრონ პალასში იმავე დღეს მოგვიანებით გაიმართება. ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოში ტურისტების რიცხვი წელიწადში 25 მილიონიდან 1 მილიარდამდე გაიზარდა, ეს სფერო განაგრძობს განვითარებას და ამ დროისთვის ყოველი მე-11 ადამიანი ტურიზმის სფეროშია დასაქმებული. ეგვიპტეს ეკონომიკაში ტურიზმი ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ადგილს იკავებს: 4 მილიონზე მეტი ეგვიპტელი ტურისტულ სფეროში მუშაობს, მშპ-ს თითქმის 12 % ტურიზმიდან შემოსავლებს წარმოადგენს. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ტურისტული ნაკადი ეგვიპტეში სამჯერ გაიზარდა (5-დან 15 მილიონამდე), კურორტების სასტუმრო ოთახების რაოდენობა 18 ათასიდან 280 ათასამდე გაიზრდა, და ექსპლუატაციაში შესასვლელად დამატებით 250 ათასი ოთახი მზადდება. სადღეისოდ, ეგვიპტე ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და ხელმისაწვდომი ქვეყანაა, რომელიც დამსვენებლებს უძველესი კულტურის და თანამედროვე საკურორტო ინფრასტრუქტურის განუმეორებელ მიქსს, მთელი წლის განმავლობაში შესანიშნავ ამინდს, უშუალოდ კურორტებთან ახლოს მდებარე რამდენიმე თანამედროვე აეროპორტს, სხვადასხვა დონის კომფორტულ სასტუმროებს სთავაზობს. ყველაზე პოპულარულ ტურისტული რეგიონებია სამხრეთ სინაი და წითელი ზღვის სანაპირო ზოლი, რომლებზეც ტურისტული ნაკადის 70 % ნაწილდება. რაც შეეხება საქართველოს მოქალაქეებისათვის საინტერესო ეგვიპტურ ტურისტულ შესაძლებლობებს, ეგვიპტეს ტურისმის სამინისტრო და ტუროპეტარორები ორ ქვეყანას შორის პოზიტიური თანამშრომლობის იმედით მზად არიან ქართველ ტურისტებს მაღალი დონის ახალი მიმზიდველი პაკეტები შესთავაზონ. ბოლო ორი წლის განმავლობაში ეგვიპტეს საქართველოდან 33 ათასი ადამიანი ესტუმრა. ყველაზე პოპულარული თვეებია სამოგზაუროდ დეკემბერი, იანვარი და მარტი.
(R)
World Justice Project- საქართველოს კანონის უზენაესობის საერთო მაჩვენებელი წლევანდელ ინდექსში 2%-ით შემცირდა, კანონის უზენაესობის ვარდნაში რეგიონში პირველია
Tasnim: უკრაინამ ირანის მიმდებარე ქვეყნებში მიკროდრონების ქსელი განალაგა
ვენსმა უარი თქვა ნეთანიაჰუს მხარდაჭერაზე არჩევნებში, ტრამპის მხარდაჭერის მიუხედავად
ოსლოში შეხვედრაზე ვიტკოფი ზელენსკის თხოვს დათმოს უკრაინის ტერიტორიები პუტინისთვის - The New York Times
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)