00:24 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 17:01:41, 579 ნახვა

საზოგადოება
ბოსტნეულის მყნობის ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გრძელდება

სოფლის მეურნეობისსამინისტროს სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ერთწლოვანი კულტურების კვლევის დეპარტამენტის თანამშრომლებმა წილკანის საკვლევ ბაზაზე ბოსტნეულის მყნობის პრაქტიკული ტრენინგი ჩააატარეს.

ტრენინგზე თანამედროვე ტექნოლოგიების მეშვეობით დაიმყნო კიტრი, საზამთრო და ნესვი. დემონსტრირების შემდგომ მონაწილეებს საშუალება ჰქონდათ, თავად განეხორციელებინათ მყნობის პრაქტიკული სამუშაოები.

სემინარს ესწრებოდნენ სოფლის მეურნეობის სამინისტროს საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის წარმომადგენლები, მებოსტნე ფერმერები და სხვა დაინტერესებული პირები, რომელთაც  სოციალური ქსელის მეშვეობით გაიარეს ონლაინ რეგისტრაცია.

ბოსტნეულის მყნობა არის ტექნოლოგია,  რომელიც ითვალისწინებს ერთი ოჯახის შიგნით დაავადებისადმი გამძლე საძირისა და სასურველი ჯიშის/ჰიბრიდის სანამყენეს დაკავშირებას.

კიტრის, საზამთროს და ნესვის დაავადებებისადმი გამძლე საძირედ გამოყენებულ იქნა ყაბაყი.

ტექნოლოგიის ათვისება  მნიშვნელოვანია გოგროვანი ბოსტნეულის მწარმოებელი ფერმერებისათვის, ვინაიდან გარანტირებულია მცენარეების დაავადებებისგან(ფუზარიოზულიჭკნობისგანდანემატოდებისაგან) დაცვა, ვეგეტაციის გახანგრძლივება და მოსავლიანობის გაზრდა. 

სოფლის მეურნეობის სამეცნიერო კვლევითი ცენტრის მიერ პერიოდულად გაიმართება სხვადასხვა აგრარური მიმართულების პრაქტიკული და თეორიული სემინარები რის შესახებაც ინფორმაცია ცენტრის ვებ და სოციალურ გვერდებზე განთავსდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics