17:31 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-17 16:52:53, 941 ნახვა

ეკონომიკა
„სიცოცხლის ხის“ დაფინანსებით, შშმ ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია შეიქმნა

ფონდი „სიცოცხლის ხის“  დაფინანსებით, შეზღუდული  შესაძლებლობების  მქონე (შშმ) ბავშვებისთვის,  პირველი  ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია  Listen to Voice (ჩემი ხმა) შეიქმნა.

აუტიზმის მქონე  ბავშვების მშობელთა  კავშირის პროექტი „ჩემი ხმა“ „სიცოცხლის ხემ“ მეორე საგრანტო კონკურსის  ფარგლებში  დააფინანსა. აპლიკაცია განკუთვნილია აუტისტური სპექტრის, კომუნიკაციის ან/და სივრცეში გადაადგილების პრობლემის მქონე ბავშვვებისთვის. აპლიკაცია  შექმნა კომპანია Lemondo-მ, რომელსაც  კონსულტაციას  ქცევითი თერაპევტი  უწევდა.

„ჩემი ხმა“ აპლიკაციის გამოყენებით, ნებისმიერი  ასაკის, ენისა და მეტყველების  განვითარების  დარღვევის მქონე ადამიანებს  კომუნიკაციის დამყარების  საშუალება ეძლევათ.  აპლიკაციაში არსებული ფრაზები, სიმბოლოები  და სურათები  მოიცავს პირველად მოთხოვნილებებს  და საჭიროებებს. სასურველი მოთხოვნის  დაფიქსირების მიზნით, ადამიანს შეუძლია, თითი დაადოს  შესაბამის  სურათს, რომელიც ხმოვანი სიგნალით ადრესატს შეატყობინებს, თუ რა სურს კონკრეტულად მას. აპლიკაცია მოიცავს  საბაზისო კომუნიკაციისთვის აუცილებელ 130 ხმოვან ჩანაწერს  და 133 გამოსახულებას (სურთს და სიმბოლოს).

“ეს არის სიცოცხლის ხის  ფონდის მიერ დაფინანსებული პირველი  ტიპის აპლიკაცია, რომელიც ხელს შეუწყობს  შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს კომუნიკაციაში, დაეხმარება მათ საზოგადოებასთან ინტეგრაციაში და ძალიან მიხარია  „სიცოცხლის ფონდის“ მიერ ასეთი პროქტის დაფინანსება. „საქართველოს ბანკს“ სიცოცხლის ფონდის მეშვეობით დაფინანსებული აქვს 23 პროექტი, მილიონ ლარამდე პროექტი, რომელიც ხელს უწყობს შშმ ბავშვების ინტეგრაციას“,-განაცხადა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა მურთაზ კიკორიამ.

აპლიკაცია „საქართველოს აუტიზმის საზოგადოების“ ინიციატივით შეიქმნა:

„ეს აპლიკაცია ჩვენი ინიციატივით შეიქმნა- ჩემი მეუღლის, ქცევითი თერაპევტის.  ფონდი „სიცოცხლის ხის დაფინანსებით“. ეს არის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაცია, რომელიც დაეხმარება ადამიანებს, ვისაც აქვთ მეტყველების პრობლემები, მან შეიძლება ასევე მეტყველების სიმულაციის ფუნქციაც შეასრულოს“,-აღნიშნა აუტიზმის საზოგადოების წევრმა, აუტიზმის მქონე ბავშვის მშობელმა ხათუნა მაკალათიამ.

აპლიკაციის ჩამოტვირთვა ყოველგვარი ღირებულების გარეშე,

შესაძლებელია როგორც Google Store-დან, შესაბამისად, აპლიკაციით სარგებლობა შესაძლებელია, როგორც  android -ის, ასევე  ios სისტემაზე  მომუშავე პლანშეტებზე.

საქართველოს ბანკის ფონდმა „სიცოცხლის ხე“ შეზღუდული შესაძლებლობების  მქონე ბავშვების მხარდასაჭერად ორი საგრანტო კონკურსის  ფარგლებში  23 პროექტი განახორციელა, რისთვისაც 506, 051  ლარის დაფინანსება საქართველოს ბანკმა  გამოყო.

ბოლო ორი წლის განმავლობაში, ფონდმა ჯამში 1 063 000 ლარამდე გაიღო შშმ ბავშვების  მხარდასაჭერად, 506 შშმ ადამიანს კი, საჩუქრად ეტლი გადასცა.

ფონდი „სიცოცხლის ხე“ საქართველოს წამყვანი ბანკის, საქართველოს ბანკის მიერ 2008 წელს დაარსებული  საქველმოქმედო ფონდია. ფონდის მიზანია, მხარდაჭერა გაუწიოს   საქართველოს საზოგადოებისთვის  აქტუალურ საკითხებს და ხელი შეუწყოს  ქვეყნის უკეთესი მომავლის  შექმნას.

 ფონდის პრიორიტეტები ყალიბდება საზოგადოებრივი საჭიროებებიდან  გამომდინარე და სხვადასხვა დროს მოიცავდა  ისეთ თემებს, როგორიცაა აგვისტოს ომის შედეგად  დაზარალებულთა მხარდაჭერა,  მზრუნველობა მოკლებული ბავშვების  მხარდაჭერა, გარემოს დაცვა. ფონდს აქტიურად უჭერენ მხარს  საქართველოს ბანკის  პარტნიორები და ინვესტორები. ფონდიდან თანხების  მიზნობრივად  ხარჯვას კი, ზედამხედველობას უწევს  ბანკის მიერ  ჩამოყალიბებული  მონიტორინგის  სამსახური, რომელიც მჭიდროდ  თანამშრომლობს საერთაშორისო, არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებთან. დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ: www.tree.ge

 

(R)





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics