2016-05-17 15:58:32, 968 ნახვა
საზოგადოება
აწყურის ღვთისმშობლის ხატი მსვლელობის შემდეგ სამების საკათედრო ტაძარში დააბრძანეს
სამების საკათედრო ტაძარში მსვლელობის მონაწილეებმა აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის ასლი ტაძარში დააბრძანეს.
უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ აწყურის ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატის ასლის თურქეთიდან საქართველოში შემობრძანება მრევლს მიულოცა და პარაკლისი გადაიხადა.
"ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მადლით ღმერთმა გააძლიეროს ჩვენი ეკლესია და აგვაშენებინოს აწყურის ტაძარი", - აღნიშნა ილია მეორემ.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან