|
2016-05-17 15:48:50, 538 ნახვა
რეგიონი
I კვარტალში აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს სერვისებით 5 751 ბენეფიციარმა ისარგებლა
მიმდინარე წლის I კვარტის მონაცემებით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სერვისებით 5 751 ბენეფიციარმა ისარგებლა. სამინისტროს ინფორმაციით, ჯანმრთელობის დაცვის პროგრამებით სამედიცინო მომსახურება დაუფინანასდა 1 784 პაციენტს, სოციალური დაცვის პროგრამებით 740 ბენეფიციარს, ხოლო საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამებით 3 227 ბენეფიციარს. ამასთან, დასაქმების სააგენტოს მიზნობრივი პროგრამით გადამზადების კურსს გადის 120 სამუშაოს მაძიებელი. 2016 წელს, სამინისტროს პროგრამული ბიუჯეტი შეადგენს 9 908 770 ლარს. აქედან, პირველ კვარტალში გაიხარჯა 1 370 573 ლარი. „ჯანმრთელობის დაცვის პროგრამების ფარგლებში: გულის ქირურგია დაუფინანსდა 171 პაციენტის, ინდივიდუალური სამედიცინო დახმარება 582 პაციენტს, მაღალტექნოლოგიური დიაგნოსტიკური კვლევა 546 პაციენტს, სახსრების ენდოპროთეზირება 37 პაციენტს, ზოგიერთი სოციალური კატეგორიის მოსახლეობის სამედიცინო მომსახურების თანადაფინანსება 67 პაციენტს, ონკოლოგიურ დაავადებათა მკურნალობა 381 პაციენტს, სოფლის მოსახლეობის ექიმამდელი სამედიცინო დახმარება 64 514 ბენეფიციარს. სოციალური დაცვის პროგრამების ფარგლებში: ახალშობილი ტყუპების 20 ოჯახს გადაეცა - 39 000 ლარი, 100 წელს გადაცილებულ 38 მოქალაქეს - 38 000 ლარი, ომში დაღუპული ჯარისკაცების 22 ოჯახს - 22 000 ლარი, მიუსაფარ დედათა და ბავშვთა საცხოვრებლით უზრუნველყოფის იარგებლა 22-მა ბენეფიციარმა. შშმ სტატუსის მქონე ბავშვთა სოციალური ადაპტაციისა და ცერებრალური დამბლით დაავადებულ ბავშვთა ფსიქოსომატური რეაბილიტაციის პროგრამით ისარგებლა 740-მა ბენეფიციარმა, სმენის აპარატი გადაეცა 254 ბენეფიციარს, სავარძელ-ეტლი 50 შშმ პირს და ხანდაზმულს, სქოლიოზით დაავადებულ ბავშვთა რეაბილიტაციით ისარგებლა 172 ბენეფიციარმა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის პროგრამის ფარგლებში: C ჰეპატიტის დიაგნოსტიკა ჩაუტრდა 287 ბენეფიციარს, - 169 კვლევა მკურნალობაში ჩართვამდე, - 118 გამოკვლევა მკურნალობის მონიტორინგი; დაავადებათა ადრეული გამოვლენა - სკრინინგი გაიარა 2751 სკოლის და ბაღის აღსაზრდელმა; კიბოსა და კიბოსწინა დაავადებების სკრინინგი გაიარა 95 ბენეფიციარმა; ფარისებრი ჯირკვლის კვლევა - გამოკვლეულ იქნა 0-200 000 სარეიტინგო ქულის მქონე 7 ორსულს, სმენის სკრინინგი ჩაუტარდა 87 ახალშობილს. აჭარის დასაქმების სააგენტოს შუამდგომლობით დასაქმდა 329 სამუშაოს მაძიებელი: გრძელვადიანზე - 251, დრობითზე - 45, ერთჯერადზე - 33“, - ნათქვამია აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.
სერბეთის პრეზიდენტი: უნგრეთისკენ მიმავალი გაზსადენის მახლობლად ასაფეთქებელი ნივთიერებები აღმოაჩინეს
მეუფე შიო: ჩვენ ვიცით ასევე, როგორი ცვალებადი და მერყევია ადამიანი
ძლიერმა ქარმა თბილისში კორპუსების ფასადები დააზიანა
შემოქმედელი მიტროპოლიტი იოსები - ახალ კათოლიკოს-პატრიარქს გაცილებით მეტს მოვთხოვთ
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)