2016-05-17 10:36:40, 489 ნახვა
საზოგადოება
დავით ნარმანია დღეს საკრებულოს ეწვევა
თბილისის მერი დავით ნარმანია დღეს საკრებულოში მოხსენებით წარსდგება.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, დღეს საკრებულოში ძალიან საინტერესო მოხსენება იქნება.
„ გპირდებით, რომ ძალიან საინტერესო მოხსნება იქნება საკრებულოში, სადაც ვისაუბრებ ყველა საკითხზე, რა საკითხთან დაკავშირებითაც ბოლო პერიოდის განმავლობაში კითხვები ისმოდა“,-განაცხადა დავით ნარმანიამ.
ცნობისთვის, საკრებულოში სხდომა საპროტესტო აქციის ფონზე ჩაივლის.
„თბილისი თითოეული ჩვენგანის არის და არა ერთი კონკრეტული ადამიანის“ ამ სლოგანით აპირებენ არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები და პარტიზანი მებაღეები პროტესტის გამოხატვას ბოტანიკური ბაღის გასხვისებასთან დაკავშირებით.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან