14:58 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-16 22:56:28, 544 ნახვა

სპეციალური ანონსი
17 მაისის სპეციალური ანონსი

17 მაისს, 10:30 საათზე , საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი, „კონსერვატორი“ ზვიად ძიძიგური მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

17 მაისს, 11:00 საათზე, "ნაციონალური სამოსის სახლში" 18 მაისს მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილი ეროვნული სამოსის დღის ღონისძიებების პროგრამის შესახებ პრესკონფერენცია გაიმართება. 
მის: აღმაშენებლის # 95 ("ნაციონალური სამოსის სახლი"იტალიურ ეზოში) 

17 მაისს, 11:00 საათზე, „ფიგურული ციგურაობის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტი მაკა გიორგობიანი და მსოფლიოში ცნობილი მწვრთნელი, საქართველოში ფიგურული ციგურაობის დამფუძნებელი ედუარდ პლინერი, რომელიც 56-წლიანი ინტერვალის შემდეგ პირველად ჩამოვიდა საქართველოში, პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავენ. 
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

17 მაისს, 11:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თემურ ჭკუასელი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ ყრილობა - ახალი წევრები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები. 

17 მაისს, 11:00 საათზე, ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში ”რესპუბლიკური პრტიის” ერთ-ერთი ლიდერი დავით ზურაბიშვილი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: მიმდინარე პოლიტიკური საკითხები.

17 მაისს, 11:00 საათზე, მშობელთა ჯგუფი შეიკრიბება საპატრიარქოსთან, რომელსაც გადასცემს პეტიციას, რათა სასულიერო პირებმა გასწიონ შუამდგომლობა ხელისუფლებასთან, ინტერნეტით პორნოგრაფიის აკრძალვის/დაბლოკვის თაობაზე.
საკონტაქტო პირი მაკო გომართელი - 591 234 774

17 მაისს, 11:00 საათზე, სადახლოს საბაჟო-გამშვებ პუნქტზე საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი თაბუაშვილი, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი იანოშ ჰერმანი და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მოქმედი ხელმძღვანელი საქართველოში შომბი შარპი შემოსავლების სამსახურის თანამშრომლებს შეხვდებიან და 1.5 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ახალი სკანერის მუშაობის სპეციფიკას გაეცნობიან.
09:30 საათზე, ჟურნალისტებისთვის მიკროავტობუსი სადახლოს მიმართულებით გავა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან.
მის: გორგასლის ქ. #16

17 მაისს, 11:00 საათზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრას გახსნის, რომელიც ესტონელი და ქართველი ექსპერტების ერთობლივი მონაწილეობით ჩატარდება. 
მის.: უზნაძის ქ. #52

17 მაისს, 11:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გოგლა ჟვანია ბრიფინგს გამართავს. 
თემა: პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ ყრილობა - ახალი წევრები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

17 მაისს, 11:30 საათზე, ექსპერტი დემურ გიორხელიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. 
თემა: ეროვნული ვალუტა, საკონსტიტუციო სასამართლოსთან დაკავშირებული ცვლილებები და ვეტოს მოლოდინი, პოლიტიკური და საარჩევნო საკითხები.
მის: ნუცუბიძის ქ. #14ბ, სადარბაზო 1, სართული 2
საკონტაქტო პირი ეკა გულუა - 599726565

17 მაისს, 12:00 საათზე ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული)

17 მაისს, 12:00 საათზე, ”თავისუფალი დემოკრატების’’ ოფისში ე.წ. კაბელების საქმესთან დაკავშირებით არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრა გაიმართება.

17 მაისს, 12:00 საათზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის სხდომა გაიმართება. 
თბილისი, კომიტეტის სათათბირო ოთახი N238

17 მაისს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ჟორჟოლიანი ბრიფინგს გამართავს. 
თემა: პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში, „ქართული ოცნების“ ყრილობა - ახალი წევრები, მიმდინარე პოლიტიკური პროცესები.

17 მაისს, 12:00 საათზე, ქ. ოზურგეთში, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი დავით ბაქრაძე ფოტო გამოფენაში „ჩემი თვალით დანახული ევროპა“ გამარჯვებულებს დააჯილდოვებს. ღონისძიების შემდეგ, გუბერნიის საკონფერენციო დარბაზში მუნიციპალიტეტის თანამშრომლებს, საკრებულოს წევრებს და ადგილობრივი მოსახლეობას შეხვდება. 
მის: ქ. ოზურგეთი, კოსტავას ქ. N1

17 მაისს, 12:00 საათზე, "პირველ პრესკლუბში" საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლუკა კურტანიძე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებზე ბრიფინგს გამართავს. 
მის: წერეთლის #116, ბიზნეს ცენტრი "დიდუბე პლაზა", მეორე სართული საკონტაქტო პირი ნინო რაზმაძე - 595 03 77 22

17 მაისს, 12:00 საათზე, ”საქართველოს ბანკის” სათავო ოფისში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე (შშმ) ბავშვებისთვის პირველი ქართულენოვანი საკომუნიკაციო აპლიკაციის - Listen to My Voice (ჩემი ხმა) პრეზენტაცია გაიმართება.
მის.: გაგარინის ქ. #29ა (შესასვლელი სანაპიროს მხრიდან)

17 მაისს, 12:00 საათზე, ოჯახის სიმტკიცისა და სიწმინდის დაცვის დღეს, რესპუბლიკის მოედნიდან სამების საკათედრო ტაძრისაკენ აწყურის ღვთისმშობლის ხატით მსვლელობა მოეწყობა. სამების ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე პარაკლისს გადაიხდის და ერს დალოცავს.

17 მაისს, 12:00 საათზე, „ამბასადორში“„ახალგაზრდა ადვოკატები“ მედია-ფორუმს გამართავს.
თემა: ბიზნესმენ რამაზ ახვლედიანის საქმე.

17 მაისს, 12:00 საათზე, ”პრაიმტაიმის” პრესკლუბში, "არგენტინის სახლი საქართველოში" წარმომადგენლები პრესკონფერენციას გამართავენ.
თემა: ლეგენდარული ბრაზილიელი ფეხბურთელის, პელეს საქართველოში მოწვევა.

17 მაისს, 12:00 საათზე, "მემარცხენე ალიანსის" ცენტრალურ ოფისში, პარტიის გენერალური მდივანი სოსო შატბერაშვილი ბრიფინგს გამართავს.
თემა: "პარტია "მემარცხენე ალიანსი" ”რესპუბლიკელების” თანამდებობებიდან მოხსნას ითხოვს.
მის.: ი. ხვიჩიას ქ. #17
საკონტაქტო პირი ნინო ქეშელაშვილი - 598 700 642

17 მაისს, 12:30 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი თამაზ მეჭიაური ბრიფინგს გამართავს.
თემა: დარჩება თუ არა მეჭიაური „ქართულ ოცნებაში“, „ქართული ოცნების“ ყრილობა - რატომ არ დაესწრო დეპუტატი ყრილობას, პაატა ბურჭულაძე პოლიტიკაში.

17 მაისს 13:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ბიუროს სხდომა ჩატარდება.

17 მაისს 14:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საკრებულოს სხდომა გაიმართება, რომელზეც თბილისის მერი დავით ნარმანია მოხსენებით წარსდგება. 

17 მაისს, 14:00 საათზე, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქუტრებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი შემოქმედის ეპარქიის სასულიერო პირებს შეხვდება. 
მის: ქ.ოზურგეთი, 9 აპრილის ქ.N16, ეპარქიის რეზიდენცია

17 მაისს, 14:00 საათზე საქართველოს პარლამენტის საბიუჯეტო ოფისის წევრები საბიუჯეტო პასუხისმგებლობის ოფისის (UK Office of Budget Responsibility) ექსპერტებს შეხვდებიან.
თბილისი, (A კორპუსი, ოთახი N015)
17 მაისს, 16:45 საათზე, სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” საქართველოს ბიზნეს ასოციაციის საგადასახადო-საბაჟო კომიტეტის გაფართოებული შეხვედრა გაიმართება. 

17 მაისს, 18:00 საათზე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება ცნობილი ქართველი საზოგადო მოღვაწის, წმინდა გიორგის ორდენის კავალერის მზია ხეთაგურის საიუბილეო საღამო.

17 მაისს, 19:00 საათზე, გაიმართება დოკუმენტური ფილმის ჩვენება, რომელიც ცნობილი რუსი ჟურნალისტისა და საზოგადო მოღვაწის იური ჩეკოჩიხინის ცხოვრებას ასახავს.
მის.: ჭავჭავაძია 17 ა
საკონტაქტო ტელ: 599 55 81 49

17 მაისს, 19:00 საათზე, ვაკის პარკში სტუდენტური დღეები 2016-ის გახსნისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება.

17 მაისს, 19:00 საათზე, ტექნოპარკში,,ვისოლ ჯგუფის“ პრეზიდენტი სოსო ფხაკაძე ახალგაზრდა დამწყებ ბიზნესმენებსა და სტუდენტებს შეხვდება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ნიკა მელიამ მტკიცებულებები უდაო გახადა - საქმე დასკვნით ეტაპზე გადავიდა
ქარტია მოუწოდებს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, არ იქცეს ცენზორად!
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
მოსკოვის მექანიზმის ანგარიშის ავტორი: ოცნების რეაქცია განსაკუთრებით მტრულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics