|
2016-05-16 16:56:42, 613 ნახვა
საზოგადოება
ოთარ დანელია ღვინის მაღაზია-ბარის გახსნას დაესწრო
სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ღვინის მაღაზია-ბარის გახსნას დაესწრო. როგორც ჟურნალისტებთან საუბარში დანელიამ აღნიშნა, ქვეყანაში ბოთლის ღვინის მოხმარების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს. „მიუხედავად იმისა, რომ ზოგადად მზარდი ტენდენციებია, არანაკლებ მნიშვნელოვანია აღნიშნული ობიექტების დატვირთვა. ქვეყანაში მოხმარების პოპულარიზაცია უნდა მოხდეს განსაკუთრებით ბოთლის ღვინის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. მოგეხსენებათ ხშირ შემთხვევაში არის ჩამოსასხმელი ღვინის მოხმარება საქართველოში და არანაკლები დატვირთვა აქვს ღვინის პოპულარიზაციას. მნიშვნელოვანია, რომ გავზარდოთ მოხმარება ქვეყნის შიგნით, ვინაიდან პროპორცია არყისა და ღვინის მომხმარებელს შორის არ არის მაინცდამაინც , ასე ვთქვათ ჩვენთვის მისაღები. სახელმწიფო ყველა პირობას ჰქმნის იმისთვის, რომ ეს დარგი განვითარდეს. საბოლოო ჯამში რა თქმა უნდა გლეხებისთვის არის დამატებითი შემოსავლის წყარო. რა თქმა უნდა ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ღვინოს ადგილობრივ ბაზარზე მინიმალური ნიშა ჰქონდეს დაჭერილი“,-განაცხადა ოთარ დანელიამ. ამასთან, კომპანიის წარმომადგენლების განცხადებით, საქართველო არის ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, რომელსაც აქვს 8000 წლიანი ღვინის დაყენების ისტორია. იტალიელი და ფრანგი მეღვინეებიც კი, საქართველოს 8000 მოსავლის ქვეყანას უწოდებენ. (country of 8000 vintages) ყურადსაღებია, რომ თბილისში, ტურისტების მომრავლებასთან ერთად, სულ უფრო მოთხოვნადი ხდება ხარისხიანი ღვინო. მათივე თქმით, მაღაზია/ბარი „8000 მოსავლის“ ფუნქციონირებს დამოუკიდებელი სადეგუსტაციო კომისია, რომელიც შედგება პროფესიონალი დეგუსტატორებისგან. კომისიის რამდენიმე წევრი როტაციულია, ხოლო შედგება პროფესიონალი დეგუსტატორებისგან. კომისიის რამდენიმე წევრი როტაციულია, ხოლო ფარული შერჩევა გამორიცხავს მიკერძოებასა და შეცდომის ალბათობას. კომისია ყოველთვიურად არჩევს მაღაზიაში გასაყიდ ღვინოებს, დეგუსტაციის ყველა წესის დაცვით. კომპანიაში აცხადებენ, რომ „8000 მოსავლის“ დამფუძნებლებმა დაარღვიეს სტერეოტიპი, რომ ღვინის მაღაზია აუცილებლად ქალაქის ტურისტულ ნაწილში უნდა იყოს და ქალაქის ურბანულ ნაწილში, ცინცაძის ქუჩაზე გადმოინაცვლეს. ცნობისთვის, ახალი სავაჭრო ობიექტი- ღვინის მაღაზია ბარი თბილისში ცინცაძის ქ.# 26-ში გაიხსნა. ღვინის მაღაზიის გახსნას ასევე ესწრებოდნენ, ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი, ასევე მოწვეულები იყვნენ მეწარმეობის განვითარების სააგენტოს, სოფლის მეურნეობის სააგენტოს, ღვინის ეროვნული სააგენტოს, ღვინის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები, პარტნიორი კომპანიის სინერჯის ჯგუფის მენეჯმენტი, ქართული ღვინის და სომელიეთა ასოციაცია.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)