|
2016-05-16 16:29:41, 592 ნახვა
საზოგადოება
ჰომოფობიასთან ბრძოლის დღესთან დაკავშირებით ლგბტ ორგანიზაციები აქციას არ გამართავენ
ხვალ 17 მაისს ჰომოფობიასთან და ტრანსფობიასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა. ამ დღეს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში იკრიბებიან ლგბტ უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციები და საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიასა და ტრანსფობიას გმობენ. მათ რიცხვში არ არის საქართველო. უსაფრთხოების დაცვის არარსებობის გამო ლგბტ უფლბებზე მომუშავე ორგანიზაციები აქციას წელსაც არ გამართავენ, შესაბამისად ლგბტ თემის წარმომადგენლები საზოგადოებაში არსებულ ჰომოფობიისა და ტრანსფობიის გამოვლინებებს წელსაც ვერ გააპროტესტებენ. როგორც „ლგბტ საქართველოს“ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი მათ სურდათ აქცია რუსთაველის გამზირზე გაემართათ, თუმცა იქ ოჯახის სიწმინდის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე აქციის გამართვაა დაგეგმილი. პოლიციამ ვერ მისცა ლგბტ ორგანიზაციებს უსაფრთხოების გარანტიები, ამიტომ მათ უარი თქვეს აქციის გამართვაზე. როგორც „ლგბტ საქართველოს“ ხელმძღვანელმა ლევან ბერიანიძემ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ხვალ რაღაც სხვა ტიპის აქტივობები დაგეგმილია, თუმცა აქცია ან რაიმე მსგავსი ტიპის შეკრება არ იგეგმება. „რაც განცხადებაში წერია მაგის მეტს ვერაფერს გეტყვით. არაფერი არ გვაქვს დაგეგმილი. ღონისძიება, უსაფრთხოების გარანტიების არ-არსებობის გამო გადაიდო. სხვა აქტივობები დაგეგმილია, თუმცა აქცია ან რაიმე მსგავსი შეკრება დაგემილი არ არის“, - განაცხადა ლევან ბერიანიძემ. შეგახსენებთ, 2013 წლის 17 მაისს ლგბტ თემის წარმომადგენლების აქცია კონტრაქციის წარმომადგენლებმა, ძირითადად სასულიერო პირებმა და რელიგიურმა ექსტრემისტებმა სასტიკად დაარბიეს. თუმცა პოლიციის ძალისხმევით, ყველაფერმა უსისხლოდ ჩაიარა. ამის მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციების დასკვნების თანახმად პოლიციამ ვერ უზრუნველყო უსაფრთხოების ზომები. 2013 წლის 17 მაისი ვანდალურ აქტად შეფასდა. ამ საქმეზე საქმე გაიგზავნა სტრასბურგის სასამართლოში. საქართველოს სახელმწიფო დამარცხდა. სამაგიეროდ გამამტყუნებელი გადაწყვეტილება არ მიუღია შიდა სასამართლოს. სასულიერო პირები, რომლებიც იგინებოდნენ, გამოხატავდნენ აგრესიას, მათი მოქმედებები შეიცავდა აშკარა ძალადობას თბილისის საქალაქო სასამართლომ უდანაშაულოდ სცნო. საქართველოში 17 მაისი 2011 წლიდან აღინიშნება. 2012-2013 წლებში რელიგიური ექსტრემისტების მხრიდან მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმის გამო საქართველოს კონსტიტუციის 25-ე მუხლით გარანტირებული საჯაროდ შეკრების უფლების რეალიზება მოქალაქეებმა ვერ შეძლეს. შეგახსენებთ, რომ 17 მაისი აღინიშნება მსოფლიოს 130-ზე მეტ ქვეყანაში. ეს დღე ეძღვნება ადამიანის უფლებების დაცვას, კანონის უზენაესობის პრინციპის, თანასწორობის იდეის გამყარებას, დემოკრატიის განვითარებას და ადამიანის ღირსების პატივისცემას.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)