|
2016-05-16 14:26:13, 922 ნახვა
სამართალი
თამარ კორძაია ე.წ. კაბელებისა და ფოტოგრაფების საქმეებს შორის მსგავსებას ხედავს
საპარლამენტო ფრაქცია „რესპუბლიკელების“ წევრი თამარ კორძაია ე.წ. კაბელების საქმესა და „ფოტოგრაფების“ საქმეს შორის მსგავსებას ხედავს. ამბობს, რომ ორივე საქმესთან დაკავშირებით პოლიტიკური კონტექსტი გაჩნდა. როგორც კორძაიამ „ექსპრესნიუსს“ განუცხადა, ორივე საქმე დაიხურა სახელმწიფო საიდუმლოების საბაბით, შესაბამისად ძალიან ბევრი საკითხი ბუნდოვანი გახდა. დეპუტატი აცხადებს, საქმის გასაიდუმლოების ძალიან ცუდი პრაქტიკა დამკვიდრდა. როდესაც საქმეში ერთი ნაწილი წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, მაშინ საქმეს მთლიანად ხურავენ. დეპუტატი ასევე ითხოვს, რომ ე.წ. კაბელების საქმეზე ნდობის ჯგუფის წარმომადგენლებმა გააკეთონ შეფასებები. კონკრეტულად კი იმაზე, თუ რა დასკვნა მოამზადეს მათ თავის დროზე. „როდესაც ამ საქმეს ვეცნობოდი, გამახსენდა წინა ხელისუფლების პირობებში წარმოებული ე.წ. ჯაშუშების საქმე, როდესაც ფოტოგრაფები დააკავეს და მერე უკვე საქმის მასალები გაასაიდუმლოეს, დღემდე ეს მასალები არავის გვინახავს. ამ შემთხვევაშიც იდენტური რამ მოხდა: დააკავეს ადამიანები, დაიხურა სასამართლო იმისათვის რომ საზოგადოებას არ ჰქონდეს წვდომა ამ ინფორმაციასთან. ბუნდოვანია რა პირობებში, რის საფუძველზე ცნეს დამნაშავედ ეს ადამიანები. ამიტომ, ვფიქრობ რომ შეკითხვები პოლიტიკურ კონტექსტთან დაკავშირებით ლეგიტიმურია, რასაც პასუხი აუცილებლად უნდა გაეცეს. მინდა შეგახსენოთ, რომ ამ პროცესზე მოწვეული იყო ნდობის ჯგუფი. ვფიქრობ, რომ ნდობის ჯგუფის წევრებმა უნდა გააკეთონ კომენტარი იმაზე თუ რა დასკვნა დადეს თავის დროზე. იმიტომ რომ მათ შეისწავლეს საქმის დეტალები ამიტომ მათი კომენტარები ძალიან მნიშვნელოვანია“, - აღნიშნავს კორძაია. „რესპუბლიკური პარტიის“ წევრი აცხადებს, რომ საქმის გასაიდუმლოების ძალიან ცუდი პრაქტიკაა მიღებული, რაც ლეგიტიმურ კითხვებს აჩენს, რომ ამ საქმეს საფუძვლად პოლიტიკური სარჩული უდევს. „რაც შეეხება საქმის დახურვას, ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. დაარქმევ სახელმწიფო საიდუმლოების შემცველ მასალას და ხურავ საქმეს. ყველა ბერკეტი ხელისუფლების ხელშია. ამიტომაც სრულიად ლეგიტიმურია ეს შეფასებები, რომ ამ საქმეში არის პოლიტიკური კონტექსტი“, - დასძენს პარლამენტარი. თამარ კორძაია აცხადებს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით სამოქალაქო აქტივიზმი საჭიროა, თუმცა ეს მაინცდამაინც ქუჩის აქციებს არ გულისხმობს. „სამოქალაქო აქტივიზმში მე აუცილებლად ქუჩაში გამოსვლას არ ვხედავ. ე.წ. ჯაშუშების საქმეზე ჩვენ - არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები (მაშინ ა/ო-იას წარმოვადგენდი) ქუჩის აქციებს ვმართავდით. თუმცა ამას შედეგი არ გამოუღია. რა თქმა უნდა ხმაური მნიშვნელოვანია, აქტივიზმი და შეკითხვების დასმა მნიშვნელოვანია, მაგრამ ეს არ უნდა იყოს ზედაპირული შეფასების თემა. როდესაც საქმე სახელმწიფო საიდუმლოებას ეხება კანონმდებლობა უშვებს, რომ საიდუმლოების გამოცალკევება მოხდეს, როდესაც არ არის ზიანის მომტანი, შესაძლებელია ამ ტიპის ინფორმაცია მაინც გასაჯაროვდეს და საზოგადოებას მიეწოდოს ინფორმაცია. ჩვენთან ასეთი წესები არ მოქმედებს, ჩვენთან მახინჯი პრაქტიკაა. ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული. როდესაც მასალის ერთი ნაწილია სახელმწიფო საიდუმლოება მაშინაც კი მთლიანად ასაიდუმლოებენ საქმეს, ასევე ხდება კომერციულ საიდუმლოებაზეც. რასაც მიხეილ სააკაშვილის დროინდელი სასამართლო აკეთებდა, იმას აკეთებს დღევანდელი სასამართლოც. რაღაც ნაწილი შეიძლება იყოს დახურული, რაღაც ღია. არ შეიძლება ყველაფერი დახურული იყოს. ეს არის ძალიან ცუდი პრაქტიკა. უნდა მოვითხოვოთ მეტი გამჭვირვალობა და დიახ უნდა მოვითხოვოთ დამაჯერებელი პასუხები ჩვენს მიერ დასმულ შეკითხვებზე“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ თამარ კორძაიამ. შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ ე.წ. კაბელების საქმეზე ბრადებულებს 7-7 წლიანი პატიმრობა შეუფარდა. ე.წ. კაბელების საქმეზე ხუთი ბრალდებულია - ნუგზარ კაიშაური, დავით წიფურია, არჩილ ალავიძე, გიორგი ლობჟანიძე და გიზო ღლონტი. გამოძიება მათ თანხების გაფლანგვას ედავება. ხუთივე ბრალდებული გირაოს სანაცვლოდ იყო გათავისუფლებული. ცნობისთვის, საქმის სასამართლო განხილვა 11 მაისს დასრულდა.
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ზელენსკიმ „აღდგომის ზავის“ ფარგლებში ცეცხლის შეწყვეტის მზადყოფნა გამოაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)