|
2016-05-16 13:07:40, 617 ნახვა
საზოგადოება
თბილისის 300-მდე წერტილში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება
თბილისის 300-მდე წერტილში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკები განთავსდება ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, თბილისის მერიასთან და პრეზიდენტის ფონდთან ერთად, ახალ პროექტს იწყებს. „ქალაქი- ბიბლიოთეკა“,-ასე ეწოდება პროექტს, რომლის მიზანია თბილისის სხვადასხვა ადგილებში უფასო ელექტრონული ბიბლიოთეკების განთავსება და თბილისელებისთვის, ასევე დედაქალაქის სტუმრებისთვის ასობით ელექტრონული წიგნის საჩუქრად გადაცემა. ელექტრონული ბიბლიოთეკების დიზაინი სპეციალური კონკურსის შედეგად შეირჩევა, რომელიც მერიამ დღეს გამოაცხადა. ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც 2012 წელს „თიბისი ბანკის“ ინიციატივით და დაფინანსებით შეიქმნა, 3 ათასამდე ელექტრონულ წიგნს მოიცავს- თანამედროვე თუ კლასიკური ლიტერატურის ნიმუშებს, უცხოურ და ქართულ ბესტსელერებს, საბავშვო წიგნებს და ა.შ. მათი შეძენა შესაძლებელია saba. com.ge- ზე, ბეჭდურთან შედარებით დაახლოებით 50%-ით იაფად. „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ სოციალურ-საგანმანათლებლო პროექტია, რომელიც ნებისმიერ მსურველს მისცემს შესაძლებლობას, უფასოდ, მომენტალურად ჩატვირთოს „საბას“ ელექტრონული წიგნები თავის სმარტფონში, აპლიკაცია Saba Reader-ში და საჩუქრად მიიღოს მრავალფეროვანი პირადი ბიბლიოთეკა. კერძოდ, პროექტის ფარგლებში, თბილისში არსებულ მწერლების სახელობის ქუჩებზე, სახლ-მუზეუმებთან, ბიბლიოთეკებთან, პარკებში, მეტროპოლიტენში, პანთეონებთან დამონტაჟდება ორიგინალური კონსტრუქციები- „საბას“ ელექტრონული ბიბლიოთეკები, რომელზეც ქუჩის/შენობის მანიშნებელთან ერთად, განთავსდება ელექტრონული წიგნები. მათზე დაბეჭდილი QR კოდის საშუალებით კი ნებისმიერი მსურველი შეძლებს წიგნის ჩამოტვირთვას საკუთარ ტელეფონში, Saba Reader აპლიკაციაში, რომელშიც მათ წაკითხვას ინტერნეტის გარეშე შეძლებენ. ელექტრონული ბიბლიოთეკები სხვადასხვა ზომის და რაც მთავარია, ორიგინალური დიზაინის უნდა იყოს. ამ მიზნით თბილისის მერია დღეიდან აცხადებს კონკურსს დიზაინერებისთვის, რომლებმაც უნდა შექმნან ქუჩებსა და პარკებში დასადგმელი ელექტრონული ბიბლიოთეკების კონსტრუქციის დიზაინები. კონკურსი 1 ივნისს დასრულდება და საუკეთესო დიზაინერული კონფეფცია გამოვლინდება, რომლის მიხედვითაც შეიქმნება თბილისის 300-მდე წერტილში განსათავსებელი ელექტრონული ბიბლიოთეკები. „ქალაქი-ბიბლიოთეკა“ დეკემბერში დასრულდება. ეს იქნება თბილისის ლიტერატურული გზამკვლევიც, რომელიც დედაქალაქს ერთგვარ „ღია ცის ქვეშ ბიბლიოთეკას“ აქცევს. „ქალაქი- ბიობლიოთეკის“ პარტნიორია ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“, რომლის მხარდაჭერით პროექტს წიგნები შეემატება და ელექტრონულთან ერთად, თბილისის მაცხოვრებლები და სტუმრები ხმოვანი წიგნებითაც დასაჩუქრდებიან.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)