|
2016-05-15 14:45:50, 595 ნახვა
საზოგადოება
პრეზიდენტის ადმინისტრაცია პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროგრამის მიმდინარეობას გაეცნო
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმოამდგენლები პანკისის ხეობას ესტუმრნენ და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებული პანკისის ხეობის მხარდამჭერი პროგრამის მიმდინარეობას გაეცვნენ. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსი გიორგი ჟურული პანკისში ოთხ სოფელს ეწვივნენ და 10-მდე მიმდინარე პროგრამის მონიტორინგი განახორციელეს. რამდენიმე თვის წინ საქართველოს პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის პანკისში სტუმრობისას გადაწყდა, რომ შეიქმნებოდა პანკისის ხეობის განვითარების მხარდასაჭერი პროგრამა, რომელიც იმ პროექტებს გააერთიანებდა, რომლებსაც საკუთარი საჭიროების მიხედვით, თავად ხეობის მოსახლეობა წარმოადგენდა და პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი დააფინანსებდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა სოფელ დუსში „პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის" პროექტის ფარგლებში გახსნილი სასწავლო ცენტრი მოინახულეს, სადაც პანკისელები ავტომობილის მართვას, ბუღალტერიას და კომპიურერულ პროგრამებს სწავლობენ. პროექტის მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები ახალგაზრდების დახმარება დასაქმებაში და მათი სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა, პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით სასწავლო ცენტრის აღჭურვა საოფისე ავეჯით და კომპიუტერული ტექნიკით. ადმინისტრაციის წამომადგენლები იმ სკოლის მოსწავლეებსაც შეხვდნენ, რომლებიც საქართველოში როდის სკოტის სახელობის ფონდის პროექტში „უკეთ გავიცნოთ საქართველო'' არიან ჩართული. პროექტის მიზანია, პანკისელი ბავშვებისთვის ექსკურსიების მოწყობით ლოკალური სივრციდან გაყვანა და დანარჩენი სამყაროსგან გათიშულობის განცდის მოხსნაა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით ეწყობა ექსკურსიები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, შთაბეჭდილებებზე მომზადდება თემები ქართულ და ინგლისურ ენაზე და ფონდის ონლაინ გაზეთში ქვეყნდება. დაგეგმილია შეხვედრები ცნობილ საზოგადო მოღვაწეებთან, მოსწავლეების წახალისების მიზნით როდი სკოტის ფონდი ჩაატარებს ტესტირებას უფროსი ჯგუფებისთვის, შეირჩევა სამ-სამი მოსწავლე საუკეთესო შედეგებით, ასევე სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან ორ მოსწავლეს ფონდი შესთავაზებს ოთხდღიან დასვენებას ბათუმში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მოინახულეს სოფელ დიუსში ჭიდაობის დარბაზი, რომლის კონდიცირებაც და გათბობის სისტემაც პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსდა და რომელშიც სოფლის მცხოვრები 100-მდე ბავშვი ძიუდოს ეუფლება. პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი გიორგი აბაშიშვილი, პრეზიდენტის მრჩეველი ეთნიკური უმცირესობების საკითხებში სოფიო შამანიდი და პრეზიდენტის ადმინისტრაციის სამდივნოს უფროსი გიორგი ჟურული სოფელ ბირკიანში მეფუტკრეობის შემსწავლელ კურსში ჩართულ მოსახლეობას შეხვდნენ და დაინტერესდნენ, იძლევა თუ არა სასწავლო პროგრამის მოცულობა იმის საშუალებას, რომ მათ კურსის დასრულების შემდეგ მეფუტკრეობა მცირე ბიზნესად აქციონ და ამით საკუთარი ოჯახების სოციალური მდგომარეობა გააუმჯობესონ. მეფუტკრეობის შემსწავლელ კურსი პრაქტიკულ და თეორიულ კურსს მოიცავს, მასში ჩართული მოსახლეობა სწავლობს, როგორც სკების გაკეთებას ასევე ფუტკრის მოვლას. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დახმარებით კახეთის რეგიონალური განვითარების ფონდი ახორციელებს პროექტს „პანკისის ხეობის ახალგაზრდების განათლება და მათი ცნობიერების ამაღლება". პროექტის ფარგლებში ფუნქციონირებს საგანმანათლებლო და პროფესიული კურსები - დუისის ხატვის კურსი,ჯოყოლას ინგლისური ენის შემსწავლელი კურსი, ჯოყოლას კომპიუტერული პროგრამების შემსწავლელი კურსი და წინუბნის ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსი. ასევე ტარდება ტრეინინგები ლიდრეობასზე, ბავშვთა უფლებების შესახებ და პროექტის შექმნისა და წერის შესახებ. პროექტის „ჩვენ საქართველოს შვილები ვართ'' ფარგლებში სოფელ დუმასტურში დღის ცენტრი ფუნქციონირებს, რომლის ბენეფიციარებიც ლტოლვილი და პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბავშვები არიან. პროექტის მიზანია პანკისის ხეობაში მცხოვრები სოციალურად დაუცველი და ლტოლვილის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის საგანმანათლებლო, სოციალური, კულტურული შესაძლებლობის განვითარებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა. დღის ცენტრის აღსაზრდელებმა საქართველოს პრეზიდენტს წერილები დაუწერეს და გიორგი აბაშიშვილს სთხოვეს პრეზიდენტისათვის გადაეცა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის დაფინანსებით მიმდინარეობს პროექტი პროეტქი „ქალები ქალების სამსახურში'', რომელსაც პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭო ახორციელებს. პროექტი პანკისის ხეობის 12 სოფლის მცხოვრები ქისტი ქალების და ახალგაზრდა გოგონების ინფორმირების მიზნით დაფინანსდა, რომელიც მათი უფლებების შესახებ ცნობიერების ამაღლების, ქალთა უფლებების აგიტაციის და სამართლებრივი მექანიზმების გამოყენების ხელშეწყობას, ასევე, ქალთა ინტერესებისთვის ტრადიციული ადათწესებისა და რელიგიის სწორი ინტერპრეტაციის ხელშეწყობას ითვალისწინებს. პროექტის ფარგლებში ხდება ქალთა ინფორმირება ძალადობის ფორმების და მათი პრევენციის შესახებ, თემში არსებულ ქალებთან დაკვაშირებული პრობლემების, ძალადობის შემთხვევების გამოვლენა და გადაჭრის გზებზე დისკუსია - საინფორმაციო გასვლითი შეხვედრები თითოეულ სოფლეში. პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა პანკისის ხეობის უხუცეს ქალთა საბჭოსაგან თავად მოისმინეს ინფორმაცია პროექტის მიმდინარეობის შესახებ და ადგილობრივი მოსახლეობის ჩართულობის თაობაზე. გიორგი აბაშიშვილი, სოფიო შამანიდი და გიორგი ჟურული პანკისის ხეობის ქალთა სათემო ორგანიზაციის მიერ განხორციელებული პროექტის „ეთნიკური ქისტების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობა'' მიმდიანრეობას გაეცვნენ. პროექტის მიზანია ჩეჩნური კულტურის პოპულარიზაციისა და ამ პროცესში ქისტი ახალგაზრდების ჩართვის მეშვეობით, პანკისის ხეობაში მცხოვრები ეროვნული უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობას. უახლოეს ხანში იგეგმება საქართველოს ხუთ რეგიონში ჩეჩნური ფესტივალის ჩატარება და ფესტივალის მხარდამჭერი ვებგვერდის შექმნა. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდიდან ფინანსება ფესტივალის მონაწილეებისთვის ჩეჩნური, ტრადიციული, სასცენო სამოსის, ხალხური, მუსიკალური ინსტრუმენტების შეძენა და ფესტივალის საქართველოს რეგიონებში გამართვა.
ტრამპის ადმინისტრაციამ განაცხადა, რომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციები რამდენიმე ქვეყნის მოთხოვნის საფუძველზე შეამსუბუქა
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
|
რედაქტორის რჩევით
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ომი უკრაინაში
უკრაინის თავდაცვის ძალებმა ბოლო 24 საათის განმავლობაში კიდევ 1070 ოკუპანტი გაანადგურეს - გენერალური შტაბი
კიევში შეიარაღებულმა პირმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი გაუხსნა ხალხს, არიან დაღუპულები და დაჭრილები.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)