21:16 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-14 14:40:26, 504 ნახვა

საზოგადოება
13-14 ივნისის სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები ოჯახები ფულად დახმარებას მიიღებენ

თბილისის საკრებულოში მორიგი სხდომა გაიმართა. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები სხდომაზე დეპუტატებს საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა წარუდგინა.

თბილისის  მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსმა, კარლო ლაფერაძემ საკრებულოს წევრებს 2015 წლის 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზარალებულ პირთა (ოჯახთა) საცხოვრისით უზრუნველყოფის, უძრავი ქონების დათმობისა და სხვა სახის ფულადი დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საკრებულოს დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა და განმარტა, რომ ცვლილების მიხედვით, 13-14 ივნისს მომხდარი სტიქიის ზონაში ქირით მცხოვრები ოჯახებისთვის თანხები დამატებით გამოიყოფა.

 საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ტყემალაძემ განაცხადა, საკითხი სხდომამდე შესაბამისმა კომისიებმა განიხილეს და საკრებულოს უმრავლესობის ინიციატივით ერთ და 2-სულიან ოჯახებს ერთჯერადად 4 ათასი, ხოლო სამ და მეტ სულიან ოჯახს 6 ათასი ლარით დაეხმარებიან.

საკითხს დეპუტატებმა მხარი ერთხმად დაუჭირეს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics