15:14 - 19 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 16:22:12, 816 ნახვა

პოლიტიკა
შს მინისტრი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის მონიტორინგის მისიის ხელმძღვანელ კიასტუტის იანკაუსკასს შეხვდა.

შსს-ს ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრის მთავარი თემა რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში სადამკვირვებლო მისიის წვლილი იყო.

გარდა ამისა, მხარეებმა კონფლიქტის ზონის მიმდებარე სოფლებში არსებულ ვითარებაზე ისაუბრეს და ევროკავშირის მონიტორინგის მისიისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს ურთიერთთანამშრომლობის საკითხები მიმოიხილეს. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საქართველოს ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ევროკავშირთან პარტნიორობის გაძლიერებისა და ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის მიმართულებით.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს ევროკავშირის დამკვირვებლების როლზე რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნების საქმეში და განიხილეს პრაქტიკული ურთიერთქმედების პერსპექტივები.

ცნობისთვის, ელჩი კიასტუტის იანკაუსკასი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად 2014 წლის 19 დეკემბერს დაინიშნა. ლიტველმა დიპლომატმა აღნიშნულ პოზიციაზე ტოივო კლაარი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა ვადაზე ადრე დატოვა.

2008 წლის ოქტომბერში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შორის ხელი მოეწერა ურთიერთგაგების მემორანდუმს, რომელიც უზრუნველყოფს გამჭვირვალობას (და აწესებს შეზღუდვებს) საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ქართული პოლიციის მოქმედებებსა და მათ აღჭურვილობასთან დაკავშირებით;

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედებს ე.წ. „ცხელი ხაზის“ მექანიზმი, რომელიც 24 საათიანი კავშირის ფორმას წარმოადგენს შსს-ს, ევროკავშირის მონიტორინგის მისიასა და ოკუპირებული ტერიტორიების დე-ფაქტო მთავრობის წარმომადგენლებს შორის. „ცხელი ხაზი“ ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებისა და ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) ფორმატის ფარგლებში შექმნილ ერთ-ერთ წარმატებულ მექანიზმად მიიჩნევა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საერთაშორისო გამჭვირვალობა - - ვახო სანაია ისჯება ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ რეჟიმის მხილების, პრინციპული პოზიციისა და საქართველოს ევროპული მომავლისთვის ბრძოლის გამო
ზურაბიშვილი ვახო სანაიაზე - საქართველო მოსკოვის სცენარს სიტყვასიტყვით იმეორებს
საქართველოს ექსპორტი $6.1 მილიარდამდე გაიზარდა - პირველ ადგილზეა მსუბუქი ავტომობილები
ჟურნალისტ ვახო სანაიას სოციალურ ქსელში დაწერილი პოსტის გამო 30-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics