2016-05-13 21:43:40, 904 ნახვა
სამართალი
პარლამენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ კანონი მეორე მოსმენით მიიღო
საქართველოს პარლამენტმა მეორე მოსმენით, 83 ხმით, 4-ის წინააღმდეგ , მიიღო კანონპროექტი "საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
ასევე, პარლამენტმა მხარი დაუჭირა "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს. 83 ხმით, 2-ის წინააღმდეგ.
კენჭისყრის დაწყებამდე ენმ-მ პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვა. კანონპროექტს, ასევე, მხარი არ დაუჭირა ახალი პოლიტიკური ცენტრი გირჩის წევრმა პავლე კუბლაშვილმა. მისი თქმით, გადაწყვეტილების მიზეზი სასამართლოს პლენუმის მიერ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო კვორუმის 2/3-მდე გაზრდა გახდა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან