01:09 - 04 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-13 15:44:41, 477 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ EXPO BATUMI 2016 გახსნა

ბათუმში „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის" მე-9 საერთაშორისო გამოფენა გაიხსნა.

ცერემონიას, რომელიც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ გახსნა, აჭარაში ოფიციალური ვიზიტით მყოფი ქვემო სილეზიის დელეგაციის წარმომადგენლები და აჭარის მთავრობისა და უმაღლესი საბჭოს წევრებიც დაესწრნენ.

აჭარის მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, „ტურიზმისა და სასტუმრო აღჭურვილობის" მე-9 საერთაშორისო გამოფენა EXPO BATUMI 2016-ის გეოგრაფია ყოველწლიურად იზრდება და  რეგიონისთვის სულ უფრო მეტი შედეგის მომტანი ხდება. მასში როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური სასტუმრო ქსელების, სასტუმრო აღჭურვილობის, დეკორაცების, რესტორნებისა და ტურიზმის სფეროში დასაქმებული სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობენ.

წელს გამოფენაზე პირველად მონაწილეობდა პოლონეთის ქვემო სილეზიის ტურიზმის დეპარტამენტი, რომელმაც თავისი რეგიონის ამსახველი ბუკლეტები და სარეკლამო მასალები წარმოადგინა. პოლონეთის პავილიონთან დამთვალიერებელს შეეძლო  სურვილისამებრ მოეხატა  კერამიკის ნივთები პოლონური ორნამენტებით, შეეძინათ  ხელნაკეთი და  მინერალური ქვებით გაფორმებული მოსართავები.

გამოფენაზე წარმოდგენილია  აჭარის  სხვადასხვა მუნიციპალიტეტის გასტრონომია, ფოლკლორი, ხელნაკეთი ნივთები და   საინფორმაციო მასალები.  დაინტერესებულ დამთვალიერებელს და ტურიზმის სფეროში დასაქმებულებს შეუძლიათ  გაეცნონ საქართველოს სხვადასხვა ტურისტული ობიექტების, დაცული ტერიტორიებისა და დასასვენებელი ადგილების შესახებ განახლებულ ინფორმაციას.

EXPO BATUMI 2016 წელს წარმოდგენილია საქართველო, თურქეთი, აზერბაიჯანი, უკრაინა, სომხეთი, პოლონეთი და  ჩინეთი. გამოფენის ფარგლებში გაიმართება სარეკლამო, საინფორმაციო ტურები, პრეზენტაციები მონაწილეთათვის და შეხვედრები მასმედიის წარმომადგენლებთან.

EXPO BATUMI 2016-ის მხარდამჭერია - აჭარის  მთავრობა, ქალაქ ბათუმის მერია, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია,  აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი, აჭარის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო, ბათუმის ავტოტრანსპორტი , საქართველოსა და აჭარის გიდების ასოციაციაციები, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაცია.









ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სერგეი კირიენკო: რუსეთი მტკიცედ უჭერს მხარს აფხაზეთის სუვერენულ განვითარებას
ელენე ხოშტარია: „ქართული ოცნების“ იზოლაცია შემდგარი ფაქტია
გრიგოლ ბესელია, მზია ამაღლობელის საქმის მოწმე, შსს-ს თანამშრომელი აღარაა
საპატრიარქომ წმინდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics