|
2016-05-13 12:04:54, 1146 ნახვა
სხვადასხვა
ნიუ-იორკში მშოფლიოში ყველაზე მოხუცი ქალი გარდაიცვალა
მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი ქალი 116 წლის ასაკში გარდაიცვალა, - ამის შესახებ ABC იუწყება. მედიის იფნრომაციით, სიუზანა მუშატ ჯონსი ნიუ-იორკში, ბრუკლინის ერთ-ერთ მოხუცთა თავშესაფარში გარდაიცვალა. ჯონსი 1899 წლის 6 ივლისს, ალაბამაში, ფერმერის 11 შვილიან ოჯახში დაიბადა. 1923 წელს გოგონა ნიუ-იორკში გადასახლდა, სადაც თითქმის მთელი ცხოვრება ძიძად მუშაობდა. როგორც მედია საშუალება წერს, ჯონსი 2015 წელს გინესის რეკორდების წიგნში შევიდა, როგორც პლანეტის ყველაზე ხნიერი ქალი. როგორც ჯონსმა აღნიშნა, მისი საიდუმლო არის ბევრი ძილი და ის, რომ მას არასდროს მოუწვია თამბაქო და არ დაულევია ალკოჰოლური სასმელი. ცნობისთვის, ჯონსის გარდაცვალების შემდეგ, ყველაზე ასაკოვანი ქალი იტალიელი ემა მორანო გახდა, რომელიც ჯონსზე რამდენიმე თვით უმცროსია.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)