20:21 - 05 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 14:22:58, 657 ნახვა

სხვადასხვა
Apple ზედიზედ მეექვსედ ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად დასახელდა

გამოცემამ Forbes მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებულ ბრენდად ამერიკული კომპანია Apple ზედიზედ მეექვსედ დაასახელა. კომპანია საგრძნობლად Google-ს, Microsoft-ს და Coca-Cola-ს უსწრებს.

Apple -ის ღირებულება ბოლო ერთ წელიწადში 6%-ით გაიზარდა და 2016 წელს 154,1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყოველწლიურად კომპანია რეკლამაზე 1,8 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

Forbes-ის ვერსიით მეორე ადგილზეა კომპანია Google. მისი ღირებულება 87%-ით ნაკლებია ვიდრე Apple-ის და 82,5 მილიარდ დოლარს შეადგენს. კომპანიის სარეკლამო ხარჯები ყოველწლიურად 3,2 მილიარდ დოლარს შეადგენს.

მესამე ადგილზე 75,2 მილიარდი დოლარის ღირებულების მქონე ამერიკული კომპანია Microsoft-ია, რომელიც რეკლამაში 1,9 მილიარდ დოლარს ხარჯავს.

ძვირადღირებული ბრენდების ხუთეულში მოხვდნენ Coca-Cola(58,5 მლრდ დოლარი) და Facebook (52,6 მლრდ დოლარი).

რეიტინგის ათეულში შევიდნენ იაპონური კომპანია Toyota (42,1 მლრდ), ამერიკული IBM (41,4 მლრდ), Disney (39,5 მლრდ), McDonald (39,1 მლრდ) და GE (36,7 მლრდ).





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ირანს - გახსენით ორმუზის სრუტე, გიჟო ნაძირლებო, თორემ იცხოვრებთ ჯოჯოხეთში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
პაპ ლეო XIV-ის სააღდგომო ქადაგება: მშვიდობა დიალოგის გზით და არა ძალდატანებით
მეუფე იაკობი: აბსოლუტურად ყველა გვერიდოს, ღმერთთან სხვა ძალებს არ ჩავრევთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics