21:19 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 13:56:11, 684 ნახვა

საზოგადოება
დანაშაულის პრევენციის ცენტრი ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას განაგრძობს

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“  ბულინგის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას განაგრძობს.

ამ მიზნით მეჯვრისხევის საზოგადოებრივ ცენტრში, დაბა დმანისის #1 საჯარო სკოლაში და გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კარალეთის #1 საჯარო სკოლაში ჩატარდა ტრენინგები, რომლებსაც ასამდე მოსწავლე დაესწრო.

ცენტრის ინფორმაციით, შეხვედრების განმავლობაში მონაწილეები აქტიურად განიხილავდნენ ბულინგს, როგორც ძალადობის ფორმას და საზოგადოებაში არსებულ აქტუალურ სოციალურ პრობლემას. მოსწავლეებმა იმსჯელეს ბულინგის წარმოშობის მიზეზებისა და მისი შედეგების შესახებ. ასევე, განისაზღვრა  პრობლემის მოგვარების შესაძლო ალტერნატივები და გამოითქვა სამომავლო აქტივობების ინიციატივა. ტრენინგები დანაშაულის პრევენციის ცენტრის თანამშრომლებმა და მოხალისე ტრენერებმა ჩაატარეს.

 ბულინგის წინააღმდეგ მიმართული კამპანია აქტიურად გაგრძელდება მომდევნო თვეების განმავლობაში საზოგადოებრივ ცენტრებსა და  თბილისის სკოლებში. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი" სხვადასხვა ახალგაზრდულ პროგრამას ახორციელებს. მათი ერთ-ერთი მთავარი მიზანია მოზარდებში სამართლებრივი და სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics