21:18 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 12:40:17, 582 ნახვა

საზოგადოება
მედიაციის სახლში „გოგონათა კლუბის" წევრებს სერტიფიკატები გადაეცათ

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ ,,დანაშაულის პრევენციის ცენტრის'' მედიაციის სახლში, პროექტ - „გოგონათა კლუბის" კიდევ ერთი ეტაპი დასრულდა.

ცენტრის ინფორმაციით, პროექტის მიზანია 14-დან 18 წლამდე გოგონებში ცხოვრებისათვის საჭირო  უნარ-ჩვევების განვითარება, რაც მათ მომავალში დაეხმარებათ  ჯანსაღ, ძლიერ პიროვნებებად ჩამოყალიბებაში. პროგრამა მოიცავს ტრენინგებს და ასევე, შეხვედრებს წარმატებულ ქალებთან.

გოგონათა კლუბის ტრენინგი - "თვითგამორკვევა და ცხოვრებისუელი მიზნების მიღწევა" - 28 მარტს დაიწყო. სრულად ტრენინგი გაიარა 10-მა გოგონამ, რომლებიც თბილისის ნაძალადევის რაიონის სხვადასხვა სკოლის მოსწავლეები არიან.

ტრენინგის ძირითადი სამუშაო თემები იყო საკუთარი შესაძლებლობების შეფასების მნიშვნელოვნების დანახვა, პრობლემის გადაჭრისთვის საკუთარი უნარების განვითარების ხელშეწყობა, ცხოვრებისეული მიზნების დასახვისა და მათი მიღწევის გზების გამორკვევაში დახმარება.

ცნობისთვის, პროექტი „გოგონათა კლუბი" მეორე წელია მედიაციის სახლში მიმდინარეობს, რომელშიც ეტაპობრივად სხვადასხვა სკოლის ასამდე მოსწავლე ჩაერთო. თითოეული ეტაპი ორთვიანია. პროექტის დასრულების შემდეგ მონაწილეებს სერტიფიკატი გადაეცემათ. იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის" ბაზაზე არსებულ მედიაციის სახლში მოზარდისადმი კეთილგანწყობილი სივრცეა შექმნილი და ეხმარება ბენეფიციარს თავისუფალი დრო ნაყოფიერად, საინტერესოდ გაატაროს. მედიაციის სახლში იმართება სამიზნე ჯგუფების საჭიროებებზე მორგებული ტრენინგები და საგანმანათლებლო სემინარები. გოგონების გაძლიერებაზე ზრუნვა მედიაციის სახლის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ამიტომ, პროგრამა კვლავ გრძელდება და საქართველოს სხვა კუთხეებსაც მოიცავს. პროექტი თბილისის გარდა განხორციელდა გურიის, სამეგრელოს, სვანეთისა და კახეთის რეგიონებშიც.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა შეადგინა ნატოს „ურჩი“ ქვეყნების სია, რომლებიც ვაშინგტონის სურვილით, დაისჯებიან
საქართველო „ღია მმართველობის პარტნიორობიდან “ (OGP) გარიცხეს
გავარმიას ინფორმაციით, ბერა ივანიშვილის და კახი კალაძის სამეგობროს ჩხუბის შემდეგ, ივანიშვილის მეგობრები სუს-მა დააკავა
აქტივისტი ალბი კორძაია ახალ მიმართვას ავრცელებს სადაც სავარაუდო გაუპატიურებაზე საუბრობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics