09:55 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-12 11:09:55, 714 ნახვა

სამართალი
სუს-მა ქრთამის მიცემის ფაქტზე მოქალაქე დააკავა

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს და სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის თანამშრომლებმა ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად,  ქრთამის მიცემის  ფაქტზე საქართველოს მოქალაქე ამირან შ. დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგენა, რომ ამირან შ-მ ორგანიზება გაუკეთა ქ. ზესტაფონში, აგრარული ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე განლაგებული ერთ-ერთი მაღაზიის სარდაფიდან  გვირაბის კუსტარულად გაყვანას, მიწის ქვეშ არსებული სილიკომანგანუმის ქერქული ნარჩენების- ე.წ. ,,წიდის“ უკანონოდ  მოპოვებისა და შემდგომში მისი რეალიზებით უკანონო შემოსავლის მიღების მიზნით. ხსენებული მაღაზიის იატაკიდან დაახლოებით 2 მეტრის სიღრმეზე და ასეულობით მეტრი სიგრძეზე გაყვანილია კუსტარული გვირაბი, საიდანაც ე.წ. „წიდის“ უკანონო მოპოვება ხდებოდა.  აღნიშნულ უკანონო საქმიანობაზე მფარველობის სანაცვლოდ ამირან შ. დაუკავშირდა გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონალური სამმართველოს სწრაფი რეაგირების განყოფილების უფროს სპეციალისტს, რომელსაც  ქრთამის სახით პირველ ეტაპზე 700 ლარი, ხოლო სამუშაოების წარმატებით გაგრძელების შემთხვევაში სხვადასხვა თანხის პერიოდულად გადახდა შესთავაზა.

ამირან შ-მ საჯარო მოხელეს ქრთამის სახით შეპირებული თანხა - 700 ლარი  გადასცა, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება ქრთამის მიცემის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 339-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთას ვადით 4-დან  7  წლამდე ითვალისწინებს). გამოძიებას  აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.

ამასთან, გამოძიება გრძელდება ე.წ. ,,წიდის“ უკანონო მოპოვებით გარემოზე მიყენებული ზიანის  ოდენობის დადგენისა და დანაშაულში შესაძლო სხვა დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით",-ნათქვამია სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
აზერბაიჯანულმა მხარემ ოცნების რეჟიმს სადიგოვის ექსტრადიციის მოთხოვნის „განუხილავად დატოვება“ შესთავაზა.
ოკუპირებულ დონეცკში კობა ხაბაზს დაუსწრებლად 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics