|
2016-05-11 20:19:00, 3074 ნახვა
კულტურა
მადრიდის მუზეუმში დავით აღმაშენებლისა და ლაშა-გიორგის პორტრეტები გამოიფინა
მადრიდის მუზეუმში გიორგი გეგეჭკორის მიერ შესრულებული ორი ქართველი მეფის - დავით აღმაშენებლისა და ლაშა-გიორგის პორტრეტები გამოიფინა. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროდან აცნობეს. „საქართველოს მეფეების მედიდური გამოხედვითა და ბრწყინვალე ჩაცმულობით არ შეიძლება არ მოიხიბლო”, - ასე შეაფასა ნამუშევრები გამოფენაზე მისულმა ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდო დიაზმა და მადლობა გადაუხადა ავტორს ესპანეთში ქართული კულტურის პოპულარიზაციისთვის. ესპანელები ასევე გაეცნენ საქართველოს მრავალსაკუნოვან სამხედრო წარმატებების ისტორიას, რომელიც მადრიდის სანტა ბარბარას სასახლის საგამოფენო დარბაზებში იყო წარმოდგენილი. ექსპოზიციაზე ესპანელი მხატვრის ავგუსტო ფერნანდო დალმაოს ნამუშევრებთან ერთად, გამოფენილი იყო ხელოვნების სასახლის კოლექციაში დაცული გრიგოლ გაგარინის ესკიზები ქართველთა სამხედრო აღკაზმულობის შესახებ, მხატვრების -თინათინ კლდიაშვილისა და ეკატერინე გეგუჩაძის მიერ ქსოვილზე შესრულებული სხვადასხვა საბრძოლო სცენა ქართული მინიატურებიდან, ასევე, სამხატვრო აკადემიის სტუდენტების ტილოები, რომლებზეც 1918-1921 წლებში მიღვაწე ქართველი გენერლებია წარმოდგენილი. ესპანელმა მხატვარმა ავგუსტო დალმაომ გამოფენაზე დიდგორის ბრძოლის ქართველი რაინდის პორტრეტი გამოფინა. ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს სიტყვით მიმართა საქართველოს კულტურის მინისტრის მოადგილემ მანანა ბერიკაშვილმა, ხელოვნების სასახლის დირექტორმა გიორგი კალანდიამ და ესპანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ხორხე ფერნანდო დიაზმა. ქართული ექსპოზიცია მადრიდში ერთ კვირას გაგრძელდება. გამოფენის ორგანიზატორი ჟურნალ „OK“-ს მთავარი რედაქტორი ნინო იოსელიანია.
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
დღეს რუსეთმა 556 თავდასხმის დრონი გაუშვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)