|
2016-05-11 17:53:28, 1273 ნახვა
რეგიონი
აჭარული სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ
აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით, რეგიონის მრავალფეროვანი სამზარეულოს შესახებ ბელარუსი ჟურნალისტები ტელე-რადიო სიუჟეტებსა და სტატიებს მოამზადებენ. აჭარის ა.რ. ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, პრესტურის ფარგლებში, 11-15 მაისს, ისინი რეგიონს სტუმრობენ და მის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. პრესტურისას ძირითადი აქცენტი აჭარულ სამზარეულოსა და ღვინოზე გაკეთდება. შესაბამისად, ბელარუსში პოპულარული ტელეარხების ONT, CTC გადამღები ჯგუფები ბეჭდური და ონლაინ მედიის წარმომადგენლებთან ერთად მაღალმთიან აჭარას ეწვევიან, სადაც საოჯახო სახლებში აჭარული კერძების მომზადებას გაეცნობიან. მათ ობიექტივში ასევე მოხვდება ადგილობრივი წარმოების ღვინო, მახუნცეთის ჩანჩქერი, მაჭახელა და აჭარული ღვინის სახლი. პრესტურის ფარგლებში ჟურნალისტები ბათუმის ღირსშესანიშნაობებსაც დაათვალიერებენ და ბოტანიკურ ბაღს ეწვევიან. ქალაქში ყოფნისას ჟურნალისტები აჭარული ხაჭაპურის მომზადებასაც გადაიღებენ. ისინი რეგიონს 15 მაისს დატოვებენ. პრესტურის შედეგად აჭარული და ზოგადად ქართული სამზარეულოს შესახებ მომზადებული ტექსტური, ფოტო-აუდიო მასალები და რეცეპტები განთავსდება სპეციალურ კულინარიულ გზამკვლევში, რომელიც დეპარტამენტის ვებ-გვერდზე „gobatumi.com” განთავსდება. გზამკვლევი საშუალებას მისცემს ტურისტებსა და საიტის ვიზიტორებს გაეცნონ ქართულ სამზარეულოს, დაგეგმონ გასტრო ტურები აჭარისა და ზოგადად საქართველოს მიმართულებით.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)