19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 17:40:58, 671 ნახვა

საზოგადოება
კომპანია Bredent medical თბილისის ზოოპარკის დასახმარებლად საქველმოქმედო აქციას ატარებს

მიმდინარე წლის 13-დან 15 მაისის ჩათვლით, გერმანული კომპანია Bredent medical-ის სერტიფიცირებული ექიმები ინოვაციური მეთოდებისა და უახლესი მასალების გამოყენებით საჩვენებელ ოპერაციებს ჩაატარებენ. Bredent medical ერთ-ერთი წამყვანი კომპანიაა მსოფლიოში დენტალური იმპლანტების წარმოების სფეროში. ოპერაციებს დაესწრებიან საქართველოდან და სომხეთიდან მოწვეული ექიმები. 

შემოსული თანხა ჩაირიცხება 13 ივნისის წყალდიდობის შედეგად დაზარალებული თბილისის ზოოპარკის საქველმოქმედო ფონდში. ოპერაციებს გააკეთებენ: იმპლანტოლოგი სომხეთიდან დავიდ გალსტიანი (კლინიკა „დავიდენტი") და ყბა-სახის ქირურგი საქართველოდან მაია კივილაძე (კლინიკა „ეკსნერი და კომპანია").

ჩატარდება შემდეგი სახის ოპერაციები: Bredent medical-ის კონცეფცია Fast & Fixed გვთავაზობს ერთ ეტაპად, ოპერაციული ჩარევის დამთავრებისთანავე, ღეჭვის ფუნქციის სრულყოფილ აღდგენას უკბილო ყბების მქონე პაციენტებში. აღნიშნული მეთოდით სულ რაღაც 4 საათშია შესაძლებელი იმპლანტებისა და მოუხსნელი კონსტრუქციის პროთეზის დაყენება. ამასთან, ამ შემთხვევაში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს ძვლის არასაკმარის მოცულობას, რაც პრობლემას ქმნის ტრადიციულ იმპლანტოლოგიაში;

კომპანია Bredent medical-ის წარმოების ცირკონის იმპლანტის White SKY დაყენება. White SKY ბიოშეთავსებადი მასალის, ცირკონის ოქსიდის ერთკომპონენტიანი იმპლანტია. ამ მასალისგან შექმნილი იმპლანტები რეკომენდებულია პაციენტებისთვის, რომლებსაც ალერგია აქვთ მეტალზე. ცირკონის იმპლანტები იდეალური ვარიანტია ფრონტალური ჯგუფის კბილების იმპლანტაციის დროს, როდესაც ღიმილის მაღალი ხაზის, ან ღრძილის თხელი ბიოტიპის შემთხვევაში შესაძლებელია რბილი ქსოვილებიდან მეტალის ფერის გამჭოლობა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics