19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 16:07:17, 601 ნახვა

საზოგადოება
კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის დიაგნოსტიკა-გამოვლენის მიზნით, თბილისში უფასო გამოკვლევები ჩატარდება

კანის კიბოს და მელანომის დიაგნოსტიკისა და ადრეული გამოვლენის მიზნით, პანევროპული კამპანია „ევრომელანომა 2016-ის“ ფარგლებში, 14-15 მაისს, თბილისში მოსახლეობის უფასო გამოკვლევა ჩატარდება.

მერიის ინფორმაციით, კანის კიბოს სხვადასხვა ფორმის გამოსავლენად და დროული მკურნალობის დასაწყებად, კამპანია „ევრომელანომა“ საქართველოში მეხუთედ ტარდება და წელს მისი ლოზუნგია „მზე ყველგან ასხივებს და არა მხოლოდ სანაპიროზე!“.

სკრინინგის ორგანიზატორია „საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაცია“. გამოკვლევებს ჩაატარებენ დერმატოლოგები, ონკოლოგები და პლასტიკური ქირურგები. თბილისში სკრინინგის  ჩატარების მსურველებმა რეგისტრაციისთვის უნდა დარეკონ შემდეგ ნომრებზე: 2 30 54 17 და  2 18 22 58.

„საქართველოს ფოტოდერმატოლოგიისა და კანის კიბოს ასოციაციის“ პრეზიდენტის, „ევრომელანომას“ ნაციონალური წარმომადგენლის, ექიმ-დერმატოლოგ, პროფესორ ლალი მეკოკიშვილის განცხადებით, კამპანიის მიზანია ყურადღების გამახვილება მზისგან დაცვის ღონისძიებების მნიშვნელობაზე, რადგან, მისივე განცხადებით, მოსახლეობის უმრავლესობა ყოველდღიურ ცხოვრებაში მზის სხივებისგან თავს არ იცავს.

დერმატოლოგების განცხადებით, ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვნად ამცირებს მკურნალობის ხარჯებს და პაციენტის გადარჩენის შანსს ზრდის.

საქართველო პანევროპულ კამპანიას „ევრომელანომა“ 2012 წელს შეუერთდა და წლების განმავლობაში ამ კამპანიის ფარგლებში 4000-მდე მოქალაქე გაისინჯა. გამოვლინდა სამიზნე დაავადებები, მათ შორის,  მელანომა და არამელანომური კიბო და ჩატარდა უფასო ოპერაციები.

თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახურის უფროსის გელა ჩივიაშვილის განცხადებით, თბილისის მერია „ევრომელანომა 2016-ის“ მხარდამჭერია და დედაქალაქის მოსახლეობას დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობის ჩატარებისკენ მოუწოდებს. მისი განცხადებით, კანის კიბოს შემჩნევა შესაძლებელია და დროული აღმოჩენის შემთხვევაში ის განკურნებადია.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics