19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 14:49:20, 1033 ნახვა

საზოგადოება
№206 და №35 საბავშვო ბაღებში ბავშვების რეგისტრაცია იწყება

ზემო ფონიჭალაში მდებარე №206 საბავშვო ბაღსა და გლდანის I მკ/რნ-ში, ბოჭორიშვილის ქუჩაზე მდებარე №35 საბავშვო ბაგა-ბაღში ბავშვების რეგისტრაცია 16 მაისს, 12:00 საათზე დაიწყება.

როგორც "ექსპრესნიუსს" თბილისის მერიიდან აცნობეს, მსურველებს რეგისტრაციის გავლა თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებ-გვერდზე www.kids.org.ge შეუძლიათ. 

№206 საბავშვო ბაღი 260 ბავშვს მიიღებს, №35 ბაღში კი 350 პატარა შეძლებს დარეგისტრირებას.

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღნიშნული ბაგა-ბაღებისთვის კადრების შერჩევა დაწყებულია. ბაღები, ძირითადად, საკადრო რეზერვის შესაქმნელად გამოცხადებული კონკურსის გზით შერჩეული კადრებით, ასევე, სხვა ბაღებიდან გადმოყვანილი კვალიფიციური პერსონალით დაკომპლექტდება.

№206 საბავშვო ბაგა-ბაღი ერთ-ერთია იმ მრავალრიცხოვანი ბაღებიდან, რომლებიც გასულ წლებში დაიხურა. მისი აღდგენა-რეაბილიტაცია სააგენტომ გასულ წელს შეძლო. რაც შეეხება №35  საბავშვო ბაღს, ის 2015 წელს, განსაკუთრებით გაზრდილი მოთხოვნის გათვალისწინებით აშენდა. ორივე საბავშვო ბაღი თანამედროვე სტანდარტების გათვალისწინებით მოეწყო და აღიჭურვა.

გარდა ზემოთაღნიშნული ბაღებისა, წლის განმავლობაში თბილისში კიდევ 4 ახალი ბაღის გახსნა იგეგმება. ამასთან, წელს დედაქალაქში 10 ბაღის მშენებლობა დაიწყება. 

 

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics