21:19 - 18 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-24 11:58:30, 1973 ნახვა

ეკონომიკა
დეკლარირების პროცედურა გამარტივდა

შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი გადასახადის გადამხდელებს მომსახურების ახალ ფორმას სთავაზობს. 

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საქონლის საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანამდე, წინასწარი დეკლარირების მიზნით, გაფორმების ეკონომიკურ ზონაში დოკუმენტების ფიზიკური მიტანის ალტერნატივად, შესაძლებელია დოკუმენტების ჩაბარება შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის სერვისცენტრში, მის: ქ.თბილისი კოსტავას 68ა  (საქართველოს ტელერადიომაუწყებლობის გვერდით), სადაც გეზ-ის მომსახურების სამმართველოს ოფიცრები განახორციელებენ საქონლის წინასწარი დეკლარირებისათვის საჭირო საბაჟო პროცედურებს. 

მათივე ცნობით, სერვისცენტრი მუშაობს ყოველდღე, ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით, 1000 - საათიდან 1800 - საათამდე.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
თურქ მომღერალ ილიას იალჩინტაშს ნარკოტიკებთან დაკავშირებულ საქმეში მინიმუმ 10 წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
ზელენსკიმ აშშ-სა და რუსეთს შორის შესაძლო დაახლოებას „ისტორიული შეცდომა“ უწოდა
საფრანგეთში არეულობის დროს დაახლოებით 1800 ადამიანი დააკავეს, ხოლო სასწრაფო დახმარების 500-ზე მეტი თანამშრომელი დაშავდა
ალბანეთში პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით საპროტესტო აქციები გრძელდება, პოლიცია კი რეზინის ტყვიებს იყენებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics