19:01 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 12:06:01, 794 ნახვა

ეკონომიკა
ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგება - ეკონომიკური ზრდის კატალიზატორი

ვენაში გამართულ მინისტრთა კონფერენციას, ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ფინანსთა მინისტრები, ოფიციალური პირები, ბიზნესის, პროფესიული და აკადემიური წრეების წარმომადგენლები და წამყვანი საერთაშორისო ორგანიზაციების ექსპერტები დაესწრნენ.  შეხვედრა, მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR)* ორგანიზებით გაიმართა და ყოველ ორ წელიწადში ერთხელ ტარდება.

როგორც "ექპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, კონფერენციის ძირითადი თემა ხარისხიანი ფინანსური ანგარიშგების გავლენა ინვესტიციების ზრდაზე და ეკონომიკურ განვითარებაზე იყო. ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა ჰანს იორგ შელინგმა კონფერენციის 250 დელეგატისადმი მისასალმებელ მიმართვაში ხაზი გაუსვა  ავსტრიის მხარდაჭერას აღნიშნული ღონისძიების მიმართ.

„ჩვენ ვზრუნავთ ეკონომიკური ზრდის და სტაბილურობის ხელშემწყობი გარემოს შექმნაზე მეზობელ ქვეყნებში. კორპორაციული ფინანსური ანგარიშგების მტკიცე სისტემები მნიშვნელოვნად უწყობს ხელს კერძო სექტორის, ფინანსური ბაზრების განვითარებას და ამგვარად ფინანსურ სტაბილურობას", - განაცხადა ავსტრიის ფინანსთა მინისტრმა.

უწყების ინფორმაციით, ბოსნიის და ჰერცეგოვინის, კოსოვოსა და სერბეთის ფინანსთა მინისტრებმა განიხილეს თუ როგორ ასრულებს მაღალი ხარისხის ფინანსური ანგარიშგება კატალიზატორის როლს ნდობისა და გამჭვირვალობის ამაღლების თვალსაზრისით, რაც თავის მხრივ მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სამუშაო ადგილების შექმნისა და განვითარების შესაძლებლობებს რეგიონის მასშტაბით უზრუნველყოფს.

ევროპაში ეკონომიკური ზრდის და ინვესტირების შესაძლებლობების  მნიშვნელობის ხაზგასმისას ევროკომისიის ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების მოლაპარაკებების გენერალური დირექტორატის გენერალური დირექტორის მოადგილემ კატარინა მატერნოვამ აღნიშნა, რომ სანდო ფინანსური ანგარიშგებები და ანგარიშგების სისტემა აადვილებს ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მიღებას.

"სანდო ფინანსური ანგარიშგებები და ანგარიშგების სისტემა აადვილებს ინვესტორებისთვის გადაწყვეტილებების მიღებას და შესაძლებელს ხდის სახელმწიფო პოლიტიკის უკეთესად დაგეგმვას. ევროკომისია მოწოდებულია  მხარი დაუჭიროს ფინანსური ანგარიშგების თანამედროვე სისტემის შექმნას თავის პარტნიორ ქვეყნებში იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს მათი კონკურენტუნარიანობის ამაღლებას და ეკონომიკურ ზრდას", - განაცხადა კატერინა მატერნოვამ.

მსოფლიო ბანკის  ევროპის და ცენტრალური აზიის რეგიონის ვიცე-პრეზიდენტმა სირილ მიულერმა მონაწილეებს განუცხადა, რომ  ფინანსური და კაპიტალის ბაზრების ინფრასტრუქტურა, რომელიც შესაბამისობაშია ევროკავშირის საკანონმდებლო აქტების კრებულთან (EU acquiscommunautaire) ვაჭრობასა და კაპიტალის ინვესტირებას აადვილებს და ასევე ქვეყნებს შორის ამცირებს.

“კაპიტალის ბაზრების სიღრმე უზრუნველყოფს მდგრად გარემოს რისკის მართვისა და კონტროლისთვის. უწყვეტი მცდელობით  ფინანსური ინფორმაცია კიდევ უფრო მეტად განვითარდება  როგორც ფასეული და მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას რეგიონის მასშტაბით", - აღნიშნა სრილ მიულერმა.

ფინანსური ინფორმაციის სხვადასხვა მომხმარებლებისთვის ღონისძიება წარმოადგენდა უნიკალურ ფორუმს წარმატებული მაგალითების განსახილველად, ისევე როგორც  სამუშაოს წინასწარ დასაგეგმად ხარისხის, სანდოობის და ფინანსური ინფორმაციის ხელმისაწვდომობის ამაღლების თვალსაზრისით. მონაწილეებმა ასევე სახელმწიფო სექტორში აღრიცხვის რეფორმის როლი მთავრობის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების ხელშესაწყობად, ფისკალური რისკის სამართავად და ინკლუზიური ზრდის მისაღწევად განხილეს.

“მსოფლიო ბანკი მოხარულია, რომ მან განახორციელა ინვესტიცია თავის ძირითად პარტნიორებთან ერთად, ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) შესაქმნელად, რომლის მიზანია განსაკუთრებული ყურადღების გამახვილება ფინანსური ინფორმაციის ხარისხზე და ქვეყნების მხარდაჭერა საჯარო დაინტერესების პირების მიმართ ნდობის ამაღლებაში მათი გამჭვირვალობის ზრდით“, - აღნიშნა მსოფლიო ბანკის მართვის გლობალური პრაქტიკის დირექტორმა სამია მსადეკმა.

მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ კვლავაც ბევრია გასაკეთებელი, გასული წლების მიღწევები ადასტურებს პოლიტიკის შემმუშავებლების  მტკიცე ერთგულებას პროაქტიური მოქმედების მიმართ ფინანსური სტაბილურობის მისაღწევად და  კაპიტალის წარმატებული ბაზრების შესაქმნელად.

ცნობისთვის, მსოფლიო ბანკის ფინანსური ანგარიშგების რეფორმის ცენტრის (CFRR) ორგანიზებულ მინისტერიალს, საქართველოს ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილე, შემოსავლების სამსახურის უფროსი, გიორგი თაბუაშვილი დაესწრო.

მინისტერიალის ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელზეც რეფორმის პროგრესის განსახილველად და ფინანსური ანგარიშგების სფეროში გამოცდილების გასაზიარებლად, ცენტრალური, სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების წარმომადგენლები იყვნენ მიწვეულები.

მინისტერიალზე ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი თაბუაშვილმა ქვეყანაში ფინანსური ანგარიშგების და აუდიტის რეფორმის მნიშვნელობაზე, ძირითად გამოწვევებზე და იმ დახმარებაზე ისაუბრა, რომელიც შესაძლოა, მსოფლიო ბანკმა და სხვა დონორმა ორგანიზაციებმა  საქართველოს მთავრობას რეფორმის წარმატებულად განხორციელებისთვის გაუწიონ.

მინისტერიალის ფარგლებში ასევე პროფესიონალ ბუღალტერთა ორგანიზაციების ფორუმი გაიმართა, რომელმაც თავი დაახლოებით 20-მდე ქვეყნის წარმომადგენელს იმის განსახილველად მოუყარა, თუ როგორ შეუძლია აღნიშნულ პროფესიას ეკონომიკურ ზრდასა და განვითარებაში წვლილის შეტანა.

*ღონისძიებები ორგანიზებული იყო ქვერეგიონული პროგრამის ფარგლებში:

  • გზა ევროპისკენ: ბუღალტრული აღრიცხვის რეფორმის და ინსტიტუციური გაძლიერების პროგრამა (EU-REPARIS) ხორციელდება ევროკავშირთან და დასავლეთ ბალკანეთის საწარმოთა განვითარების და ინოვაციის ცენტრთან  (WB EDIF) პარტნიორობით.
  • აუდიტის და ფინანსური ანგარიშგების გაძლიერება აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნებში (STAREP) ხორციელდება  ავსტრიის ფინანსთა სამინისტროსთან, ავსტრიის განვითარების სააგენტოსთან, ევროკავშირთან, შვეიცარიის ეკონომიკურ საქმეთა სახელმწიფო სამდივნოსთან და ლუქსემბურგის ფინანსთა სამინისტროსთან პარტნიორობით. 




ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics