19:53 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 12:06:09, 533 ნახვა

საზოგადოება
დუბლინში საქართველოს შესახებ ფოტოგამოფენა გაიხსნა

საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 25 წლის იუბილეს აღსანიშნავად, ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, დუბლინის მერიის ისტორიულ შენობაში საქართველოს შესახებ ფოტოგამოფენა, სახელწოდებით „Welcome to Georgia" საზეიმოდ გაიხსნა.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოფენის გახსნაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ირლანდიაში საქართველოს საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა გიორგი ზურაბაშვილმა და დუბლინის ლორდ-მერის მოადგილემ გაი ფაგანმა. ასევე, ღონისძიებაზე ქართული ხალხური სიმღერები შეასრულა დუბლინში მოქმედმა ბავშვთა სიმღერის ანსამბლმა „Mixed Melodies".

ფოტოგამოფენის გახსნას ესწრებოდნენ ირლანდიის მთავრობის, ბიზნესისა და მედიის, ასევე, ქართული დიასპორისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

ფოტოგამოფენა ირლანდიაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებითა და დუბლინის ქალაქის საბჭოს მხარდაჭერით მიმდინარეობს და მასზე წარმოდგენილია  საქართველოს მრავალფეროვანი ბუნების,  უნიკალური კულტურის, არქიტექტურის, სხვადასხვა ქალაქებისა და ღირსშესანიშნაობების ამსახველი ფოტოსურათები. გამოფენის მთავარ მიზანს ირლანდიაში საქართველოს წარმოჩენა და ირლანდიელი ვიზიტორების საქართველოს ტურისტული შესაძლებლობებით დაინტერესება წა​რმოადგენს.

ფოტოგამოფენა მაისისა და ივნისის განმავლობაში დუბლინში მდებარე სხვადასხვა საგამოფენო სივრცეებში გაიმართება. აღსანიშნავია, რომ ფოტოგამოფენაზე შესვლა თავისუფალია ნებისმიერი მსურველისთვის.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics