19:54 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-11 10:48:30, 523 ნახვა

საზოგადოება
მოქალაქეების აზრით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვითარდება და უკეთესობისკენ იცვლება

კომპანია IPM-ის მიერ ჩატარებული მასშტაბური კვლევის შედეგების მიხედვით, აღსრულების ეროვნული ბიურო ვითარდება და იცვლება უკეთესობისკენ, მიაჩნია რესპონდენტთა 69 პროცენტს.

კვლევების შედეგად გამოვლინდა, რომ აღსრულების ეროვნული ბიუროს განვითარებით კმაყოფილია გამოკითხულთა უმრავლესობა. ისინი ფიქრობენ, რომ უწყება უკეთესობისკენ იცვლება. 

ბოლო წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ბიუროში რამდენიმე სერიოზული ცვლილება განხორციელდა. მათ შორის: განხორციელდა სტრუქტურული რეორგანიზაცია - აღსრულების ეროვნულ ბიუროში მიმდინარე ბიზნეს პროცესები დაიყო სამ მიმართულებად, მიმდინარე წარმოების, წარმოების ხარისხობრივი კონტროლისა და განვითარების მიმართულებებად. აღნიშნული ცვლილება ორიენტირებული იყო აღსრულების ეროვნული ბიუროს წინაშე არსებული მთავარი გამოწვევების რეგულარული გადაწყვეტის დანერგვაზე. მოხდა აღსრულების პოლიციის გადახალისება და კვალიფიკაციის ამაღლება. გაიზარდა აღმასრულებლების რაოდენობა და მოხდა მათი დატრენინგება, რამაც გაზარდა შესრულებული სამუშაოს ხარისხი. 

ასევე, ბიუროს მიერ დაიწყო აქტიური საინფორმაციო კამპანია. წარმატებით ხორციელდება ,,პრევენციული კომუნიკაციის პროექტი“, რომლის ფარგლებში დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებში ტარდება ტრენინგები ფინანსურ ვალდებულებებთან დაკავშირებით. ხოლო იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტებისთვის ბიუროში ტარდება ლექცია-სემინარების ზოგადი კურსი აღსრულების სამართლის თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში.

აღსრულების ეროვნული ბიუროს საქმიანობისა და უწყების მიმართ მოქალაქეების განწყობის შესახებ მასშტაბური კვლევა შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს დაფინანსებით კომპანია IPM-მა ჩაატარა. კვლევის შედეგად მოხდა მომხმარებლის კმაყოფილების ინდექსის განსაზღვრა. ასევე, სამიზნე ჯგუფებში გამოიკითხა ბიუროს სერვისების ხელმისაწვდომობის, პროცედურების გამჭვირვალობის, მომხმარებლის მიმართ დამოკიდებულების, უპირატესობებისა და ნაკლოვანებების, პროფესიული უნარების განვითარების მაჩვენებლის შესახებ. 

კვლევაში მონაწილეობა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მთელი საქართველოს მასშტაბით  160-მა კრედიტორმა, 221-მა მოვალემ, 122-მა აღმასრულებელმა და 1050-მა ზოგადად მოქალაქემ მიიღო. 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics