18:59 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 18:59:58, 663 ნახვა

ეკონომიკა
ხადური ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს ესწრება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში საქართველოს მხრიდან მმართველი ნოდარ ხადური ესწრება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (EBRD) ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს, რომელიც 11-12 მაისს, ქ. ლონდონში იმართება.

11 მაისს, ფინანსთა მინისტრი მონაწილეობას მიიღებს EBRD-ის დირექტორთა საბჭოს ყოველწლიური შეხვედრის გახსნასა და პლენარულ სესიაში.

დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის მაღალი დონის ორმხრივი შეხვედრები, მათ შორის, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის პრეზიდენტთან, სერ სუმა ჩაკრაბარტისთან.
ვიზიტის ფარგლებში, 11 მაისს, ფინანსთა მინისტრი და EBRD-ის პრეზიდენტი საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის ხელს მოაწერენ სასესხო და საგრანტო შეთანხმებებს, რომლის საფუძველზეც „თბილისის ავტობუსების პროექტისთვის" ბანკი 27 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ დახმარებას, ხოლო აღმოსავლეთ ევროპის ენერგო ეფექტურობისა და გარემოს დაცვის საპარტნიორო ფონდი გრანტის სახით გამოყოფს 7 მილიონ ევროს.

პროექტით გათვალისწინებულია ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისთვის ახალი, ეკოლოგიურად ეფექტური, გაზზე მომუშავე 150-200 ავტობუსის შეძენა. ავტობუსები ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის.

ვიზიტის ფარგლებში, დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა ამერიკის შეერთებული შტატების ხაზინის ევროპისა და ევრაზიის დეპარტამენტის დირექტორს, მეთ მალოის (Matt Mallloy). მხარეებმა განიხილეს საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და აშშ-ს ხაზინას შორის არსებული თანამშრომლობა და სამომავლო პერსპექტივა.

დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის შეხვედრები OPEC-ის საერთაშორისო განვითარების ფონდის (OFID), სკანდინავიურ გარემოს საფინანსო კორპორაციის (NEFCO), საინვესტიციო ბანკებისა და სარეიტინგო კომპანიების (Moody's; FitchRatings) წარმომადგენლებთან.

შეგახსენებთ, რომ ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რიგით 24-ე ყოველწლიურ შეხვედრასა და ბიზნესფორუმს 2015 წლის 13-15 მაისს, პირველად კავკასიის რეგიონში, საქართველოს დედაქალაქმა უმასპინძლა.

EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრისა და ბიზნეს ფორუმის ფარგლებში, თბილისს 60-ზე მეტი ქვეყნის სამთავრობო დელეგაცია, 1500-მდე ბიზნესმენი და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენელი სტუმრობდა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ოცნების განათლების სამინისტრო: გივი მიქანაძე სამუშაო ვიზიტით აშშ-ში გაემგზავრა
უკრაინამ რუსეთის ტყვეობიდან 182 ადამიანი დაიბრუნა
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics