17:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 15:54:16, 489 ნახვა

პოლიტიკა
კომიტეტის სხდომაზე იმერლიშვილსა და ბესელიას შორის შეკამათება მოხდა

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის  კომიტეტის სხდომაზე, სადაც "საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" და "საკონსტიტუციო სამართალწარმოების შესახებ" საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე" კანონპროექტებს მეორე მოსმენით განიხილავენ, ირინა იმერლიშვილსა და ეკა ბესელიას შორის შეკამათება მოხდა.

ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანის თქმით, სერიოზული პრობლემაა, როდესაც პარლამენტი ვენეციის კომისიაში არ გაგზავნილი პროექტის მიღებას აპირებს.

„მგონია, რომ ისედაც ძალიან სერიოზული პრობლემაა, როდესაც პარლამენტი  ვენეციის კომისიაში არ გაგზავნილ პროექტს აპირებს, რომ მიიღოს, ეს არის კანონი საკონსტიტუციო სასამართლოს შესახებ, რომელიც აუცილებლად, თუ ჩვენ ვართ ევროსაბჭოს წევრები და ვართ, ასეთი კანონი აუცილებლად უნდა გაიგზავნოს ვენეციის კომისიაში და მხოლოდ მათი დასკვნის შემდეგ უნდა მიიღოს პარლამენტმა და არა პოსტ ფაქტუმ როგორც მოხდა სამწუხაროდ საარჩევნო კოდექსის“,-განაცხადა იმერლიშვილმა.

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელიამ მას შეახსენა, რომ კანონპროექტებს მუხლობრივად განიხილავდნენ და სწორედ მუხლზე უნდა ესაუბრა.

„ირინა, მუხლზე უნდა ვისაუბროთ. შენ პროცედურები კარგად იცი“,-აღნიშნა ბესელიამ.

მისივე მტკიცებით, ვენეციის კომისიაში პროექტის გაგზავნას არანაირი აზრი არ ჰქონდა.

„იმიტომ, რომ ის პირველი ვერსია, რაც იყო, პრინციპების დონეზე შეცვლილია და იმ დოკუმენტზე უნდა იმუშაოს ვენეციის კომისიამ, რომელიც უკვე პრინციპების დონეზე მხარდაჭერილია, თორემ აღმოჩნდებოდა, რომ კიდევ სხვა დოკუმენტი უნდა გაგვეგზავნა“, - განმარტა ეკა ბესელიამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics