19:56 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 14:15:34, 510 ნახვა

საზოგადოება
სოზარ სუბარი თომას ჰამერბერგს შეხვდა

დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი ადამიანის უფლებების დაცვის საკითხებში დამოუკიდებელ ექსპერტს თომას ჰამერბერგს შეხვდა.

როგორც „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს, შეხვედრაზე მხარეებმა  დევნილებისა და  გალის რაიონის მაცხოვრებლების უფლებრივი მდგომარეობის შესახებ ისაუბრეს.

უწყების ინფორმაციით, მინისტრმა სოზარ სუბარმა თომას ჰამერბერგს დევნილთა გრძელვადიანი განსახლების  მიმართულებით სამინისტროს მიერ განხორციელებული პროექტებიც  გააცნო.

ვიზიტის ფარგლებში თომას ჰამერბერგი შეხვდება საქართველოს მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს. ექსპერტი ადგილზე შეისწავლის აფხაზეთის რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებების კუთხით არსებულ რთულ სიტუაციას, რის შემდეგაც გათვალისწინებულია აფხაზეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ ანგარიშის მომზადება სამხრეთ კავკასიისა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენლისთვის. მისია ემსახურება ჰუმანიტარულ მიზნებს და ხორციელდება ევროკავშირის არაღიარებისა და ჩართულობის პოლიტიკის ფარგლებში.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics