17:21 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 13:40:01, 542 ნახვა

პოლიტიკა
მეჭიაური ახვლედიანზე: ის ადრეც საუბრობდა ბებერ ნიანგებზე და მგლებზე, პოლიტსაბჭოს წევრი არ მეგონა თუ იყო

"ის ადრეც საუბრობდა ბებერ ნიანგებზე და მგლებზე. ყოველშემთხვევაში, პოლიტსაბჭოს წევრი არ მეგონა თუ იყო”,-ამის შესახებ პარლამენტის საფინასო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე თამაზ მეჭიაურმა არმაზ ახვლედიანის მიერ „ქართული ოცნების“ დატოვებასთან დაკავშირებით  განაცხადა.

"ის ადრეც საუბრობდა ბებერ ნიანგებზე და მგლებზე. ყოველშემთხვევაში, პოლიტსაბჭოს წევრი არ მეგონა თუ იყო. ზოგს მეტი ამბიცია აქვს, ზოგს საფუძვლიანი, ზოგს- უსაფუძვლო. ამის მიხედვით ზოგიერთი, რომელსაც ჰგონია, რომ მეტი ეკუთვნის და ვერ იღებს ამდენს, ამის გამო პრინციპულ საკითხებზე თვისობრივად სხვა შეხედულებები აქვს”,-განაცხადა თამაზ მეჭიაურმა.

არჩევნებში გამარჯვება ასეთ პარტიას ნამდვილად არ შეუძლია ნორმალურ, თანაბარ, დემოკრატიულ და კონკურეტნულ პირობებში, ამიტომ იგი მიმართავს სხვა გზას, - ეს განცხადება „ქართული ოცნების“ უკვე ყოფილმა წევრმა არმაზ ახვლედიანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა.

მან ის მიზეზები ახსნა, რატომაც  პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

მისი შეფასებით, ის რომ „ოცნებას“ გამარჯვება არ შეუძლია, ამის საუკეთესო დემონსტრირებაა ის, თუ რა ადამიანებითაა დაკომპლექტებული პარტიის მმართველი ძალა.

ახვლედიანი იმასაც აცხადებს, ისინი წლების განმავლობაში ახერხებდნენ,  გაეყალბებინათ, მოეტანათ შესაფერისი სასურველი შედეგი ხელმძღვანელებისთვის, ეთქვათ ყველაფერზე კი და არასდროს - არა. „ეს უბედურება სჭირს „ქართულ ოცნებას“ და ვერ მოახერხა მან ამ სენისგან თავის დაღწევა”,-ამბობს ახვლედიანი.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics