17:20 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-10 13:27:59, 539 ნახვა

პოლიტიკა
ომარ ნიშნიანიძე: ყრილობაზე არმაზ ახვლედიანის პოლიტსაბჭოდან გარიცხვა იგეგმებოდა, ამიტომ მან მოვლენებს დაასწრო

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ომარ ნიშნიანიძე აცხადებს, რომ არ გაჰკვირვებია არმაზ ახვლედიანის გადაწყვეტილება, როდესაც მან პარტიის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ნიშნიანიძის განცხადებით, ახვლედიანი პარტიის საქმიანობას რამდენიმე თვის წინ ჩამოაშორეს. ახლა, პარტიის ყრილობაზე იგეგმებოდა მისი გარიცხვა „ოცნებიდან“, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და პარტია დატოვა.

„ის ელოდებოდა, რომ პარტიის ყრილობაზე პოლიტსაბჭოდანაც გარიცხავდნენ, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და პარტიიდან გავიდა.

არ ვიცი ვისი სურვილით, მაგრამ ფაქტია პარტიას ჩამოაშორეს. კონკრეტულად ვინ ჩამოაშორა, არ ვიცი. მე არ განვეკუთვნები იმ პოლიტელიტას, რომელიც ამ საკითხებს წყვეტს. ალბათ იყო რაღაც რაც წინააღმდეგობაში მოდიოდა „ქართულ ოცნებასთან“, შესაძლოა იდეოლოგიასთანაც.

მისი გამონათქვამები განაწყენებული კაცის შთაბეჭდილებასაც ტოვებდა. ახლა მე უარი რომ მითხრან პარტიულ სიაში ჩასმაზე ან მაჟორიტარობაზე, უნდა გავიქცე და ვთქვა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურ კურსს გადაუხვია?! თუ კურსს გადაუხვია „ოცნებამ“ და დანაპირები ვერ შეასრულა, აქამდე რატომ არ ისაუბრა ამაზე და აქამდე რატომ არ დატოვა პარტია ამ მოტივით? ახლა დაინახა ეს?“ - კითხულობს ომარ ნიშნიანიძე.

დეპუტატი აცხადებს, რომ ეს პროცესი „ქართული ოცნების“ რღვევის პროცესზე არ მიუთითებს.

„ეს ჩვეულებრივი პროცესია, ვიღაცეები წავლენ, ვიღაცეები მოვლენ. „ქართულ ოცნებას“ აქვს იმის რესურსი, რომ ძირითადი ბირთვი შეინარჩუნოს, რომელიც იბრძოდა 2012 წლამდე და მის შემდეგ“, - დასძენს უმრავლესობის წევრი.

ომარ ნიშნიანიძე არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ გუნდის შიგნით პრორუსულ ძალებსა და პროგრესული მიმართულების ჯგუფს შორის ბრძოლა მიმდინარეობს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
პაპუაშვილი ჰერჩინსკიზე: ჩვენს ისტორიაში ბნელი იყო უცხო ძალების გამუდმებული მცდელობა „ჩახუტებით გავეგუდეთ“
სუს: თანხების მითვისება-გაფლანგვისთვის დაკავებულია „კოდორიჰესების“ დეპარტამენტის უფროსი
პრინცი ჰარი მოულოდნელი ვიზიტით კიევს ეწვია
კობახიძემ თქვა, რომ რუბიოსთან დახურულ თემეზე ისაუბრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics