|
2015-02-24 10:34:16, 531 ნახვა
საზოგადოება
განათლების სამინისტრო არ ადასტურებს, რომ 7367-მა გოგონამ განათლების მიღება ნაადრევი ქორწინების გამო შეწყვტა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კატეგორიულად უარყოფს სახალხო დამცველის ანგარიშზე დაყრდნობით, ერთ-ერთი მედიასაშუალებით გავრცელებულ ინფორმაციას ნაადრევი ქორწინების თემაზე, რომელიც, პუბლიკაციის თანახმად, განათლების სამინისტროს მონაცემებს ეყრდნობა. გამოცემა წერს, რომ 2011 წლის ოქტომბრიდან 2013 წლის იანვრამდე, განათლების მიღება 7367-მა გოგონამ შეწყვიტა, რისი მიზეზიც უმრავლეს შემთხვევაში ნაადრევი ქორწინება გახდა. საქართველოს კონსტიტუციით, დაწყებითი და საბაზო განათლება სავალდებულოა. აღნიშნულ პერიოდში განათლების მართვის საინფორმაციო ბაზა ელექტრონული სისტემით ფუნქციონირებდა და ყველა მოსწავლეზე მონაცემები პერსონიფიცირებულია. რაც შეეხება 2011-12 სასწავლო წელს, არსებული ინფორმაციით, სკოლის მიტოვების რაოდენობა ქორწინების გამო შეადგენს 64-ს, ანუ, 2011-2014 წლებში სკოლის მიტოვების მაჩვენებელი საბაზო საფეხურის დასრულებამდე სულ 187-ია. გავრცელებულ პუბლიკაციაში საუბრობენ ასევე არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ ნაადრევ ქორწინებას გართულებები ახლავს და პრობლემას მოგვარებას სჭირდება დემოგრაფიული განათლება, სკოლებში მეტი მუშაობა იმაზე, რომ ნაადრევი ქორწინება ჯანმრთელობისთვის, მათი განვითარებისთვის ცუდია. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამინისტრო განმარტავს, რომ ჯანსაღი ცხოვრების წესთან დაკავშირებული საკითხები და დემოგრაფიული თემები შესულია ეროვნულ სასწავლო გეგმაში და დაფარულია რამდენიმე საგნის სასწავლო პროგრამაში: საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, სამოქალაქო განათლებასა და ფიზიკურ განათლებასა და სპორტში. საბუნებისმეტყველო მეცნიერებში ამ საკითხების სწავლება დაწყებითი კლასებიდან ხდება. კერძოდ, I-VI კლასის სტანდარტით გათვალისწინებულია თემები, რომლებიც მოიცავს მოსწავლის პირად ჰიგიენას, ჯანსაღი კვების, უსაფრთხო ქცევის და ელემენტარული წესების დაცვას. საბაზო საფეხურზე მოსწავლე უკვე ფლობს ინფორმაციას ჯანსაღი ცხოვრების წესზე, მავნე ჩვევებზე (მაგალითად, მოწევასთან დაკავშირებული საკითხებზე) თუ ინფექციურ დაავადებებზე (მაგ., შიდსი, ტუბერკულოზი).
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
რეჟიმის წარმომადგენლები ხოშტარიას შვილებს ესხმიან თავს
ომი უკრაინაში
აზოვის ზღვაში უკრაინელებმა ხორბლის გადამზიდავი ჩაიძირეს
რუსეთის მიერ ოდესის დაბომბვის შედეგად დაიჭრა 11 ადამიანი, მათ შორის ერთი ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)