2016-05-09 22:01:34, 517 ნახვა
სპეციალური ანონსი
10 მაისის სპეციალური ანონსი
10 მაისს, 11:00 საათზე, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ლიტერატურისა და ხელოვნების კონკურსის „თბილისი“ პოპულარიზაციის მიზნით, დედაქალაქის წარმომადგენლობით ორგანოსა და დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო სამინისტროს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.
მის.: თავისუფლების N2
10 მაისს, 11:00 საათზე, "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" 2011-2015 წლებში საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრთა და თანამშრომელთა საქმიანობის ანაზღაურებაზე გაწეული ხარჯების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.
მის.: ონიაშვილის ქ. #37
საკონტაქტო ტელ: 514 008 448
10 მაისს, 11:30 საათზე, ”ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ირაკლი აბესაძის პრესკონფერენცია გაიმართება.
10 მაისს, 12.00 საათზე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, მესამე კორპუსის პირველ დარბაზში ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ჯანდაცვის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართება. პროგრამას ირაკლი ალასანია და ‘’თავისუფალი დემოკრატების’’ ჯანდაცვის ჯგუფი წარადგენს.
10 მაისს, 12.00 საათზე, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოვალეობის შემსრულებელი დარეჯან თვალთვაძე ბაგებში არსებულ სტუდენტთა საერთო საცხოვრებელს მოინახულებს და არსებულ პრობლემებს გაეცნობა.
მის.: წყნეთის გზატკეცილი, ბაგების სტუდქალაქი
10 მაისს, 12:00 საათზე, „ივერიონის“ პრესკლუბში, თურქული კომპანია „ატინაკის“ წარმომადგენელი ზაზა შერმადინი პრესკონფერენციას გამართავს.
თემა: რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ კომპანიისადმი გაცემული პასუხიდან გამომდინარე, საპასუხო დოკუმენტაციის წარდგენა.
მის.: კოსტავას ქ. #6, პირველი სადარბაზო, მესამე სართული.
საკონტაქტო ტელ: 577 73 64 82
10 მაისს, 12:00 საათზე, „რეპორტიორის“ პრესკლუბში, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის“ წევრი დიმიტრი ლორთქიფანიძე ბრიფინგს გამართავს.
თემა: მეჭიაურის განცხადება ნატო-ზე, ერთობლივი სამხედრო წვრთნები, ბოტანიკური ბაღისა და „პანორამა თბილისის“ საკითხი.
10 მაისს, 12:00 საათზე, სასტუმრო “რუმსში” ორგანიზაცია “საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” და გაერო-ს მუდმივი წარმომადგენლობა საქართველოში “გაერო-ს საგზაო უსაფრთხოების მოქმედების დეკადის 2011-2020” ფარგლებში საგზაო უსაფრთხოების კონფერენციას გამართავს, რომელზეც სიტყვით გამოვლენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შალვა ხუციშვილი, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი, თბილისის მერი დავით ნარმანია.
მის.: თბილისი, კოსტავას ქ. N14
საკონტაქო პირი ეკა ლალიაშვილი - 577 32 72 71
10 მაისს, 13:00 საათზე, სიღნაღში, სახელმწიფო იურიდიული დახმარების სამსახურის რეგიონული ბიურო ამოქმედდება.
მის.: სიღნაღი, აღმაშენებლის ქ.№7 (ადგილობრივი გამგეობის მიმდებარე ტერიტორია)
10 მაისს, 15:00 საათზე, ევროკავშირის კვირეულის ფარგლებში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი და ჩეხეთის რესპუბლიკის დელეგაცია ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის თავმჯდომარე, იან ჰამაჩეკი საჯარო ლექციას წაიკითხავს.
10 მაისს, 20:00 საათზე, ქალაქ თბილისის მერიის ორგანიზებითა და ანსამბლ „გეორგიკას“ მონაწილეობით, ხელოვნების სასახლე მეოცე საუკუნის ლეგენდარული მოცეკვავის, მარის ლიეპას უნიკალური ფოტოებისა და კოსტიუმების ექსპოზიციას უმასპინძლებს.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან