18:28 - 22 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-09 13:30:57, 537 ნახვა

საზოგადოება
ოთარ დანელიამ ვაკის პარკში უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ უცნობი ჯარისკაცის საფლავი გვირგვინით შეამკო და  მეორე მსოფლიო ომში  დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, მთავრობისა და პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლები, დიპლომატები და მოქალაქეები შეიკრიბნენ და უცნობი ჯარისკაცის მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების  71-ე წლისთავი აღინიშნება და ამ დღესთან დაკავშირებით, ვაკის პარკში მეორე მსოფლიო ომის ამსახველი ფოტოგამოფენა მოეწყო.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გადაეცემათ 600 ლარიანი დახმარება, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები 300 ლარიან დახმარებას მიიღებენ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სუს: უცხო ქვეყნის სპეცსამსახურის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულია საქართველოს 1 მოქალაქე, მხილებულია 2
მოლდოვის სასამართლომ პრორუს ოლიგარქ ვლადიმერ პლაჰოტნიუკს 19-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა
უნგრეთის ვეტოს მოხსნის შემდეგ, EU-მა უკრაინისთვის €90 მლრდ-ის სესხის პაკეტი დაამტკიცა
სასამართლომ ალეკო ელისაშვილი კვლავ პატიმრობაში დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics