12:47 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 12:49:53, 774 ნახვა

ეკონომიკა
მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით იმერეთის რეგიონში საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება გრძელდება

დღეს, საქართველოს, რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკსა (IBRD) და საერთაშორისო განვითარების ასოციაციას (IDA) შორის „მეორე რეგიონალური განვითარების პროექტის" დამატებითი დაფინანსების მიზნით, ხელი მოეწერა შეთანხმებას, რომელიც საქართველოსთვის 9 მილიონი აშშ დოლარის ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფას ითვალისწინებს.

როგორც "ექსპრესნიუსს" ფინანსთა სამინისტროდან აცნობეს, პროექტი იმერეთში ურბანული, კომუნალური და ტურისტული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას, კულტურული მემკვიდრეობის და ისტორიული ძეგლების პოპულარიზაციის, აგრეთვე ვიზიტორთა რაოდენობის გაზრდის მიზნით, ტურისტული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოების განხორციელებას ისახავს მიზნად.

დამატებითი დაფინანსების ფარგლებში, ვანის მუზეუმის, მუზეუმთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია, ქალაქ წყალტუბოში კანალიზაციის გამწმენდი ნაგებობის მშენებლობაა გათვალისწინებული.

შეთანხმებას ხელი საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა მოაწერეს.

ხელმოწერის ცერემონიას რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე ილია დარჩიაშვილი დაესწრო.

დღეს, ასევე, გაფორმდა საპროექტო ხელშეკრულება, რომელსაც საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და სამხრეთ კავკასიაში მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა, მერსი ტემბონმა მოაწერეს ხელი.

„მნიშვნელოვანია, რომ რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკის ფინანსური მხარდაჭერა ხელს შეუწყობს იმერეთში მიმდინარე სარეაბილიტაციო ღონისძიებების დაჩქარებას და ახალი პროექტების განხორციელებას. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში, ასევე დაგეგმილია წყალტუბოს და ვანის ურბანული განახლება, ტურისტული ადგილებისა და მასთან მისასვლელი გზების რეკონსტრუქცია/რეაბილიტაცია, რომლის დასრულების შემდეგაც, აღნიშნული ადგილები უფრო მიმზიდველი გახდება, როგორც უცხოელი სტუმრებისთვის, ისე ადგილობრივი დამსვენებლებისთვის, ასევე, გაიზრდება კერძო ინვესტიციებს მოზიდვის შესაძლებლობაც. მოხარული ვარ, რომ მსოფლიო ბანკი ასე აქტიურად განაგრძობს ჩვენი ქვეყნის რეგიონების საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარების მხარდაჭერას" , - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, ნოდარ ხადურმა.

მსოფლიო ბანკის ძალისხმევით საზოგადოებრივი ინფრასტრუქტურის განვითარება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკის ზრდასა და სტაბილურ განვითარებას, ცხოვრების დონის გაუმჯობესებას რეგიონებში, ეკონომიკის სხვადასხვა სექტორის წახალისებას.

„პროექტის მთავარი ბენეფიციარები არიან იმერეთის მცხოვრებნი და ტურისტები, რომლებიც ისარგებლებენ განახლებული ინფრასტრუქტურით. პროექტის მიზანია, კერძო ინვესტიციების მოზიდვა, სახელმწიფო და კერძო სექტორების პარტნიორობის ხელშეწყობა, ადგილობრივი ბიზნესის გამოცოცხლება და რეგიონული ტურისტული მარშრუტების შექმნა. აღნიშნული ღონისძიებების მეშვეობით, მოსალოდნელია რეგიონის მოსახლეობის ცხოვრების დონის ამაღლება", - აღნიშნა მერსი ტემბონმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
NASA-ს ასტრონავტები დედამიწაზე 50 წელზე მეტი ხნის შემდეგ მთვარის ზედაპირზე პირველი დაშვების შემდეგ დაბრუნდნენ
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
რესპუბლიკელებმა დაბლოკეს ირანთან ომთან დაკავშირებით ტრამპის უფლებამოსილების შეზღუდვის მცდელობა
რუსეთის ხელისუფლებამ სტენფორდის უნივერსიტეტი „არასასურველ ორგანიზაციად“ გამოაცხადა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics