17:28 - 11 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-07 12:43:09, 823 ნახვა

ეკონომიკა
იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 45%-ით აღემატება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, იანვარ-აპრილში საქართველოდან ექსპორტირებული ღვინის რაოდენობა, გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს 45%-ით აღემატება

სააგენტომ  ღვინისა და ალკოჰოლიანი სასმელების ექსპორტის შესახებ 4 თვის მონაცემები გამოქვეყნა, რომლის თანახმადაც, 2016 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან მსოფლიოს 30 ქვეყანაში ექსპორტირებულია 11 581 031 ბოთლი (0,75 ლ) ღვინო, რაც 45%-ით  აღემატება გასული წლის ანალოგიურ მონაცემებს. საანგარიშო პერიოდში ექსპორტირებულია 26,9 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, რაც 15%-ით მეტია გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე.

„იანვარ-აპრილის თვეების მონაცემებით, ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეული ასე გამოიყურება: რუსეთი - 5 925 933 ბოთლი; უკრაინა -1 488 737 ბოთლი; ყაზახეთი- 1 281 100 ბოთლი; ჩინეთი - 779 425  ბოთლი; პოლონეთი - 682 522  ბოთლი.

საანგარიშო პერიოდისთვის ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: რუსეთი -  84% (5 925 933), უკრაინა - 70% (1 488 737), ჩინეთი - 58% (779 425),  პოლონეთი - 31% (682 522), ლიტვა - 37% (183 636), ყირგიზეთი - 171% (107 646),  გერმანია - 23% (104 950), ბელარუსი - 31% (134 120), დიდი ბრიტანეთი - 72% (50 128) და სხვა.

ამასთან, მსოფლიოს 11 ქვეყანაში ექსპორტირებულია 2 799 700 ბოთლი (0,75 ლ) ბრენდი, რაც 86%-ით აღემატება 2015 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია   6, 4 მლნ აშშ დოლარის ღირებულების ბრენდი - მატება გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით  43%-ს აღწევს.

მთლიანობაში, ღვინის, ბრენდის, ჭაჭის, ღვინომასალის, ჩამოსასხმელი ბრენდისა და საბრენდე სპირტის ექსპორტის შედეგად მიღებულმა შემოსავლებმა საანგარიშო პერიოდში 47,4  მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. გასული წლის 4 თვის მონაცემებით, ეს მაჩვენებელი 33,4 მლნ აშშ დოლარს შეადგენდა“, - ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ირანი საქართველოს სანქციებისგან თავის დასაღწევად იყენებს -Fox news გამოძიება
ისლამაბადში ირანთან მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics