17:19 - 08 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-02-23 16:00:03, 377 ნახვა

პოლიტიკა
დავით კირკიტაძე: ბრალი სასაცილოდ არ მყოფნის

ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი დავით კირკიტაძე აცხადებს, რომ  წაყენებული ბრალი სასაცილოდაც არ ყოფნის.
 როგორც კირკიტაძემ "რუსთავი2"-თან  სატელეფონო საუბარში  აღნიშნა, მის მიმართ პოლიტიკური დევნა ხორციელდება.
კირკიტაძის განმარტებით, 2011 წლის შემდეგ საქართველოში იმყოფებოდა და ქვეყანა დიდი ხნით არ დაუტოვებია, 4 იანვარს კი, ის საზღვარგარეთ სასწავლებლად წავიდა და სასწავლო კურსის დასრულებამდე ჩამოსვლას ვერ ახერხებს.
"ეს არის პოლიტიკური დევნა, იქედან გამომდინარე, რომ 2011 წლიდან 2015 წლის 4 იანვრამდე ვიყავი ქვეყანაში და ვცდილობდი  ქვეყანა დიდხანს არ დამეტოვებინა და თუ რამე კითხვები ჰქონდა გამოძიებას,  მზად ვიყავი მეპასუხა.4 იანვარს თბილისის აეროპორტიდან წამოვედი სასწავლებლად. ეს კარგად იციან.  6 თვეში მთავრდება კურსი და ვერ ვახერხებ  საქართველოში ჩამოსვლას, დრო იხელთეს და ბრალი წამიყენეს.10 ივლისს მიმთავრდება სწავლა და ვაპირებ ქვეყანაში დაბრუნებას და ყველა კითხვაზე მზად ვარ პასუხი გავცე.რაც შეეხება ბრალს, სასაცილოდაც არ მყოფნის. ნამდვილად არ ვაპირებ ჩემი გეგმების შეცვლას იმის მიხედვით, თუ რას მოისურვებს რუსი ოლიგარქი, რომელსაც ქვეყანა მიჰყავს უფსკრულისკენ",-განაცხადა დავით კირკიტაძემ.
ქვემო ქართლის ყოფილი გუბერნატორი, დავით კირკიტაძე ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა პასუხისგებაში მისცა. მას სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
გამოძიების თანახმად, საქმე ეხება 2011-2012 წლებში მომხდარ ფაქტს. "დავით კირკიტაძის მითითებით, ქვემო ქართლის გუბერნიის კუთვნილმა სპეც-ტექნიკამ, საქართველოს კანონმდებლობის დარღვევით, უსასყიდლოდ შეასრულა სამუშაოები დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძისა და ყოფილი საჯარო მოხელის, გიორგი უდესიანის ერთობლივი კომპანიების, შპს „ავტოჰაუს-რუსთავი 2011-ისა" და შპს „ტიტანი 2011-ის" მიერ, თბილისი-რუსთავის გზატკეცილზე ავტობაზრობის მშენებლობის დროს, რითაც სახელწიფოს მიადგა 248 ათას 400 ლარის მატერიალური ზიანი",-განმარტავენ საგამოძიებო უწყებაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანია აგროტექნომ ქართულ ბაზარზე ახალი ბრენდი - Weitai შემოიყვანა
ცოფის შემთხვევის დაფიქსირების გამო, წალკაში კარანტინი გამოცხადდა
ბაზისბანკის მხარდაჭერით ფულის გლობალური კვირეულისადმი მიძღვნილი ნახატების კონკურსი "ჩემი რეგიონი - ჩემი ბანკნოტი" დასრულდა
RECSOL-მა Altaris-ის „საუკეთესო მწვანე ინიციატივის“ ჯილდო მიიღო - „თეგეტა ჰოლდინგის“ მხარდაჭერით საქართველოში საბურავების გადამმუშავებელი საწარმო შენდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics