2016-05-06 22:21:25, 497 ნახვა
სპეციალური ანონსი
7 მაისის სპეციალური ანონსი
7 მაისს, 10:00 საათზე, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ზაზა სოფრომაძე რადიოლოგთა IV საერთაშორისო კონგრესს გახსნის. სასტუმრო ”რედისონ ბლუ ივერია”
7 მაისს, 13:00 საათზე, „ნატახტარის“ აეროდრომზე უპილოტო საჰაერო ხომალდების ღია საჩვენებელი ფრენები მოეწყობა.
საკონტაქტო პირი ვერიკო ბახტაძე - 577 46 89 89
7 მაისს, 13:00 საათზე, საქართველოს SOS ბავშვთა სოფელი და თბილისის აფროსანთა კავშირი თბილისის ზღვაზე საზაფხულო სეზონის გახსნასთან დაკავშირებით აწყობს მშობელთა მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა მხარდასაჭერ საქველმოქმედო აქცია-შეჯიბრს - „ერთად ავწიოთ აფრები!“.
თბილისი ზღვის კლუბი
საკონტაქტო პირი ნოდარ თოფურიძე - 577 43 33 93
7 მაისს, 13:00 საათზე, “პარტიზანული მებაღეობა” კოჯრის გზატკეცილზე (ტელეკომპანია GDS-თან), სადაც მიმდინარეობს "პანორამა თბილისის" მშენებლობა, აქციას გამართავს.
7 მაისს, 14:00 საათზე, გორის ს. ცინცაძის სახელობის სამუსიკო საზოგადოებრივი კოლეჯის საკონცერტო დარბაზში კლასიკური მუსიკის კონცერტი, მულტიეთნიკური ხელოვნების ფესტივალი "ერთი ცის ქვეშ-კულტურათა დიალოგი" გაიმართება.
მის.: ქ. გორი; სამეფოს ქ. N17
7 მაისს, 19:00 საათზე, თბილისის ივენთ ჰოლში თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ანსამბლ "შვიდკაცას" კონცერტი და ახალი ალბომის პრეზენტაცია გაიმართება.
7 მაისს, 20:00 საათზე, მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრში, ქართულ-გერმანული სპექტაკლის „მრისხანება/ZORN’’ პრემიერა გაიმართება. პროექტი ფრაიბურგის თეატრისა და თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა თეატრის ერთობლივი , „გერმანული ენისთვის“ ფარგლებში ხორციელდება.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან