|
2016-05-06 17:15:23, 710 ნახვა
ეკონომიკა
გიორგი კაკაურიძე: წინა წლებთან შედარებით, 2016 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლების დინამიკა დადებითია
საქართველოს 2016 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის 3 თვის შესრულების ანგარიში" საგარეო ურთიერთობათა, ევროპასთან ინტეგრაციის და დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტების გაერთიანებული სხდომაზე დადებითად შეფასდა. ინფორმაცია კვარტალური ბიუჯეტის შესრულების თაობაზე, კომიტეტს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მომხსენებლის ინფორმაციით, წინა წლებთან შედარებით, 2016 წლის ბიუჯეტის მაჩვენებლების დინამიკა დადებითია. მისი განცხადებით, მიმდინარე წლის პირველ კვარტალში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3% - ს შეადგენს. როგორც მომხსენებელმა საგარეო სექტორთან დაკავშირებით განმარტა, საანგარიშო პერიოდში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 2 145 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. რაც შეეხება საქართველოს სავაჭრო საგარეო ბრუნვას ევროკავშირის ქვეყნებთან მიმართებაში, პირველი კვარტლის მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, იგი 11,3%-ით გაზრდილია და 712 მლნ. აშშ დოლარს შეადგენს. იანვარ-მარტის ნაერთი ბიუჯეტის შემოსავლების საპროგნოზო მაჩვენებელი, 2 186930 ათასი ლარით განისაზღვრა, ხოლო საანგარიშო პერიოდში მობილიზებულია 2 210 055 ათასი ლარი, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 101,1%-ს შეადგენს. გადასახადების საპროგნოზო მაჩვენებელი 2 002000 ათასი ლარით არის განსაზღვრული, ხოლო საანგარიშო პერიოდში მობილიზებული იქნა 2 048517 ათასი ლარი ანუ, საპროგნოზო მაჩვენებლის 102,3%. რაც შეეხება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების შესრულებას, კაკაურიძის თქმით, საანგარიშო პერიოდში შემოსულია 2 050 257 ათასი ლარი, რაც 103% შეადგენს. მისივე ინფორმაციით, გადასახადის სახით ბიუჯეტში 1 956 491 ლარი შევიდა, რაც საპროგნოზო მაჩვენებლის 104,7%-ია. საგარეო სახელმწიფო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის გაწეულმა ხარჯებმა 106 183 ათასი ლარი შეადგინა, საშინაო ვალდებულებების მომსახურებისა და დაფარვისთვის კი, ბიუჯეტიდან გაწეული ხარჯი 72 641 ათასი ლარია. მინისტრის მოადგილემ, სამინისტროების მიხედვით, ბიუჯეტის ათვისების მაჩვენებლებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თითოეული უწყების კვარტალური გეგმის შესრულება 90%-იან ზღვარს უახლოვდება.
|
რედაქტორის რჩევით
სახელისუფლებო აქტორებმა პატრიარქის სახელი ოპონენტების დისკრედიტაციისთვის გამოიყენეს
ივანიშვილთან ერთად ვინ აფინანსებს ტელეიმედს და ვის ემუქრება მეორადი სანქციები
ომი უკრაინაში
არა მხოლოდ აღდგომისთვის: უკრაინამ რუსეთს შესთავაზა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების გახანგრძლივება
უკრაინის მთავარმა მომლაპარაკებელმა „უზარმაზარი პროგრესის“ შესახებ განაცხადა და პუტინთან შეთანხმების მიღწევის შესაძლებლობა არ გამორიცხა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)