2015-02-23 14:43:20, 534 ნახვა
პოლიტიკა
შს მინისტრის პირველ მოადგილედ იოსებ გოგაშვილი დაინიშნა
შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ იოსებ გოგაშვილი დაინიშნა.
შესაბამის ბრძანებას პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელი.
ცნობისთვის, შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ვახტანგ გომელაურმა ყოფილი მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე 26 იანვარს შეცვალა.
მას შემდეგ რაც გომელაური მინისტრად დაინიშნა, პირველი მოადგილის პოსტი ვაკანტური იყო.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან