19:40 - 03 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 17:33:16, 685 ნახვა

სპორტი
ხიდაშელი: საქართველოს წარმატების საიდუმლო პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარშია

„18 წლის ასაკში რომ იყავით, ქეჩოში მოგკიდებდნენ ხელს და წაგიყვანდნენ ჯარში. როდესაც თქვენ ხართ 18-19-20 წლის ახალგაზრდა და ვიღაც გაიძულებთ, რაღაც გააკეთოთ, შეუძლებელია, ამით იყოთ ბედნიერი. ეს თავისთავად იწვევს იმ აგრესიას და უარყოფით დამოკიდებულებას, რომელიც არსებობდა ახალგაზრდებში და დღესაც არსებობს“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს თავდაცვის მინისტრი სავალდებულო სამხედრო გაწვევის საკითხს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20:30-ში სტუმრობისას.

თინათინ ხიდაშელი მიიჩნევს, რომ ქართულ ჯარს ამგვარი იძულება არ სჭირდება.

„ხელოვნურად შექმნილი დაძაბულობა ქმნის, სწორედ, იმ პრობლემას, რომელიც რეალურად არ არსებობს, ანუ ცარიელ ადგილზე აჩენს აგრესიას და აჩენს პრობლემას. სპეკულაცია იმის შესახებ, რომ, თურმე, ანტისახელმწიფოებრივი საქმით ვარ დაკავებული, იმიტომ, რომ იმ გამოწვევების ფონზე და იმ მაღალი რისკების ფონზე, რომელიც ქვეყანას აქვს, სავალდებულო სამსახურის გაუქმება ნიშნავს რაღაცის დაუკმაყოფილებლობას, ეს არის ან ძალიან ღრმა არაპროფესიონალიზმი ან, უბრალოდ, ტყუილი, რომელიც ახასიათებს ქართველი პოლიტიკოსების ნაწილს. ეს არ მიკვირს... საქართველოს წარმატება არ არის რაოდენობაში, საქართველოს წარმატების საიდუმლო არის პატარა, მაგრამ პროფესიონალ, მოქნილ, ნატოს სტანდარტების შესაბამის ჯარში, რომელსაც შემაკავებლის ფუნქცია აქვს და რომელთან დაპირისპირებაზეც 2-ჯერ და 3-ჯერ მეტად დაფიქრდებიან, ვიდრე მანამდე, სხვა შემთხვევაში დაფიქრდებოდნენ, თუკი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ. ეს არის ქართული შეიარაღებული ძალების წრმატების გასაღები და არა ის, რამდენი ძალით მოყვანილი ახალგაზრდა გვეყოლება, რომლებსაც პრინციპში, მონურ, მონათმფლობელობის პირობებში ვამყოფებთ, დაცვის ფუნქციას ვასრულებინებთ, შეიძლება, იარაღთან შეხება 9 თვის განმავლობაში ერთეულ შემთხვევებში ჰქონდეთ მხოლოდ, შემდეგ ისინი მიდიან, ნეგატიური, ძალადობრივი, სახელმწიფოს მიერ ძალადობით განხორციელებული უარყოფითი განწყობებით ბრუნდებიან საზოგადოებაში და მერე ვრცელდება ის ამბები, რომლებიც ვრცელდება. მე ვამბობ, რომ ეს არ სჭირდება ქართულ ჯარს, ეს არ სჭირდება ქართულ სახელმწიფოს, ეს არ ეხმარება იმ მთავარ ამოცანას, რომელიც ჩვენ ყველას ერთად გვაქვს“,- განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
სინოდის მომდევნო სხდომა 24 აპრილს გაიმართება
მეუფე ილარიონის თქმით, სინოდზე ასაკის ცენზზე შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, განათლებაზე არ უმსჯელიათ
წყნეთში, სკვერში დენის დარტყმის შედეგად გარდაცვლილი მოზარდის ოჯახი მომხდარზე პასუხისმგებლობას კალაძეს აკისრებს
მედვედევი: დროა, შევწყვიტოთ ტოლერანტული დამოკიდებულება მეზობლების EU-ში გაწევრიანების მიმართ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics