12:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 16:10:01, 458 ნახვა

პოლიტიკა
ზაქარეიშვილი: მკაფიოდ დადასტურდა, რომ მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდში დგას

ევროპის საბჭოს ქვეყნების მინისტრების მოადგილეების კომიტეტის დადგენილება „ევროპის საბჭო და კონფლიქტი საქართველოში“, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მსოფლიო თანამეგობრობა საქართველოს გვერდში დგას, - ასე შეაფასა ევროპის საბჭოში მიღებული დოკუმენტი  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელწმიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა.

„ევროსაბჭოს მინისტრთა მოადგილეების კომიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ეს არის ძალიან ცალსახა, მკაფიო მხარდაჭერა  საქართველოში მიმდინარე პროცესებისა და რეფორმებისა და  ძალიან  მკაფიო, ცხადი ტერმინებია გამოყენებული, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.

პირდაპირ მინიშნებულია ადრესატი, რუსეთი რომელიც ახორციელებს ეფექტურ მმართველობას ოკუპირებულ ტერიტორიებზე  და  შესაბამისად,  მას ეკისრება პასუხისმგებლობა ადამიანის  უფლებების დარღვევაზე, იმ მდგომარეობაზე, რაც ხდება ოკუპირებულ ტერიტორიაზე და რაც მთავარია, მკაფიოდაა ჩამოთვლილი  საკითხები, რაზეც ჩვენ მუდმივად ვიბრძვით და ვლაპარაკობთ, ესაა  პირველ რიგში  მშობლიურ ენაზე სწავლების პროცესები,  კერძოდ,  ქართულ ენაზე ეთნიკური ქართველებისათვის სწავლების   შეზღუდვა, გადაადგილების უფლება, ყველაფერი ის, რაზეც ჩვენ მუდმივად ვლაპარაკობთ საერთაშორისო დონეზე  და ეს არის სერიოზული გადამისამართება ადრესატზე, რუსეთაზე,  და დარწმუნებული ვარ, ამ ტიპის  შეტევა, ამ ტიპის მუდმივი პროექცირება, თუ ვინ არის პასუხისმგებელი იმაზე, თუ რა ხდება ოკუპირებულ ტერიტორიებზე,  აუცილებლად გამოიღებს შედეგს.მთელი მსოფლიო თანამეგობრობა ჩვენს გვერდში დგას და კომიტეტის გადაწყვეტილება ამის მკაფიო დადასტურებაა“,-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics