12:29 - 23 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-05-05 14:17:25, 738 ნახვა

პოლიტიკა
მაჭავარიანი ვაშაძის წასვლაზე: ვინც ვერ აკეთებს საქმეს ის ეძებს მიზეზს, რომ ახსნას თავისი უსაქმურობა

ვაშაძის სურვილი იყო, რომ აუცილებლად ყოფილიყო სიის ათეულში, რაც გაზიარებული არ იქნა, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და სიის ათეულის გამოქვეყნებამდე პარტია დატოვა, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ მაჭავარიანმა „ექსპრესნიუსს“ განუცხადა.

როგორც მაჭავარიანმა განაცხადა, ვინც ვერ აკეთებს საქმეს ის ეძებს მიზეზს, რომ ახსნას თავისი უსაქმურობა. ვისაც საქმის კეთება უნდა საშუალებას ეძებს.

„პარტიის სამდივნომ გამოაქვეყნა პოზიცია, რასაც მე ვერაფერს ვერ დავამატებ. მას შეეძლო ვინც უნდოდა ის დაესახელებინა, ეს მისი პოზიციაა. ვინც ვერ აკეთებს საქმეს ის ეძებს მიზეზს, რომ ახსნას თავისი უსაქმურობა. ვისაც საქმის კეთება უნდა საშუალებას ეძებს. ამაზე მეტს არაფერს ვიტყვი. მას ნებისმიერი გვარის დასახელება შეეძლო. იმ განცხადებაში, რომელიც პარტიის პოლიტსაბჭოს სამდივნომ გაავრცელა“, - აცხადებს მაჭავარიანი.

მიხეილ მაჭავარიანი ხაზგასმით ამბობს, რომ გიორგი ვაშაძეს პარტიულ სიაში გარანტირებული ადგილი არ ჰქონია.

„პარლამენტში გარანტირებული ადგილი არც ვაშაძეს და არც მაჭავარიანს არ აქვს. ეს არის ერთ-ერთი ფაქტი, რითაც შემიძლია დაგიდასტუროთ თუ რამდენად მართალია ეს კაცი. რა თქმა უნდა პარტიაში სიებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა იყო. პარტიის პოლიტსაბჭოზე საპარლამენტო სიის ფორმირების პრინციპი დავამტკიცეთ, სადაც ვთქვით, რომ პირველ ათეულში იქნებიან მხოლოდ ბაქრაძე და მელია. დანარჩენი 8 იქნება საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები, მაგრამ ისეთი პირები ვინც პოლიტიკაში აქამდე ჩართული არ ყოფილა. ვაშაძის სურვილი იყო, რომ აუცილებლად ყოფილიყო სიის ათეულში, რაც გაზიარებული არ იქნა, ამიტომ მან დაასწრო მოვლენებს და სიის ათეულის გამოქვეყნებამდე პარტია დატოვა“, - განუცხადა „ექსპრესნიუსს“ მიხეილ მაჭავარიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კობახიძე - ოპოზიციის მორიგი ე.წ გაერთიანება საერთოდ არ არის საინტერესო, ეს არის ალბათ მეათე ე.წ. ფანჩატური, რომელსაც ქმნიან ხოლმე, მერე შლიან
კობახიძე - როდესაც ევროკავშირის ელჩი ქართველ ხალხს ემუქრება სამოქალაქო ომით და გაღარიბებით, ეს უბრალოდ წარმოუდგენელია
ბოჭორიშვილი: „თუ ვინმემ უნდა შეცვალოს დამოკიდებულება, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ევროკავშირის ამჟამინდელი ბიუროკრატია ბრიუსელში
ჰერჩინსკი: მალე გაირკვევა, საქართველო ევროპულ ოჯახს ეკუთვნის თუ ბნელ წარსულს დაუბრუნდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics